Thumbnail
  • 28 წლის ფეხბურთელი კვიპროსული გუნდის დახმარებას ტრავმის გამო ვერ ახერხებს
  • თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსის დატოვების სურვილის შესახებ კლუბს უკვე აცნობა

თორნიკე ოქრიაშვილი ანორთოსისის დახმარებას გასული წლის ნოემბრის შემდეგ ვერ ახერხებს, როდესაც კვიპროსულ გუნდში ტრავმით საქართველოს ნაკრების შეკრებიდან დაბრუნდა. ცოტა ხნის წინ მარჯვენა მუხლზე ჩატარებულმა განმეორებითმა მაგნიტურ-რეზონანსულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ტრავმა შუშდება და გამოითქვა ვარაუდი, რომ 28 წლის ქართველი ფეხბურთელი მწყობრში თებერვლის დასაწყისში იქნება.

ამავდროულად, კვიპროსული სპორტული მედია თორნიკეს და ანორთოსისის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობაზე წერს და არც იმას გამორიცხავს, რომ ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, კვიპროსის ყველაზე "ქართულ კლუბს" უფრო ადრეც დაემშვიდობოს.

ამჟამად ანორთოსისში საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი გამოდის

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოქრიაშვილი ანორთოსისში მომავალ წელსაც დარჩეს. მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს მთავრდება და როგორც ჩანს, ქართველ გარემარბს კარიერის კვიპროსის გარეთ გაგრძელება სურს. ამის შესახებ მან კლუბის ხელმძღვანელობასაც აცნობა. 

თუკი ანორთოსისი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, სეზონის დასრულების შემდეგ ოქრიაშვილს სრულიად უფასოდ დაკარგავს. ისიც საკითხავია, შეძლებს თუ არა ის გუნდის დახმარებას წელს. 

თუკი იანვრის ბოლომდე გამოჩნდება წინადადება, რომელიც ანორთოსისსა და ფეხბურთელს დააკმაყოფილებთ, შესაძლოა მოვლენები დაჩქარდეს, თუმცა გასაგებია, რომ ამის შანსი მცირეა", - წერს Cyprus Times.

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის მოგებისთვის იბრძვის

თორნიკე ოქრიაშვილი კვიპროსულ გუნდს, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ სეზონში ფეხბურთელს კვიპროსის ჩემპიონატში 8 მატჩში 4 გოლი და 1 ასისტი აქვს, კიდევ ერთი მატჩი მან ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა (ბაზელთან გააძევეს).

კომენტარები

ბოლო ამბები