- ამ სეზონში საბა ლობჟანიძის პასებით ჯოზეფ პეინტსილმა 4 გოლი გაიტანა
- სუპერ საბა - ლობჟანიძის საგოლე პასების ჰეთ თრიქი თურქეთში
თურქულ სუპერ ლიგში 20 ტურის შემდეგ ანკარაგიუჯუ 18 ქულით მე-19 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონაშია (თუმცა უსაფრთხო მე-17 ადგილს მხოლოდ ქულა აშორებს). სამაგიეროდ, ძალიან კარგი სეზონი აქვს გუნდის შემტევ ნახევარმცველ საბა ლობჟანიძეს, რომელსაც 2 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს. ქართველი ასისტებით მხოლოდ ბეშიქთაშის ალჟირელ ლეგიონერ ღეზალს (9) ჩამორჩება.
whoscored.com-ის მიხედვით, სუპერ ლიგის საუკეთესო ტანდემი ლობჟანიძისა და განელი ჯოზეფ პეინტსილის დუეტია. პეინტსილმა ამ სეზონში 7 გოლიდან 4 ლობჟანიძის პასით გაიტანა და შესაბამისად, ლობჟანიძის 6 ასისტიდან 4 პაინტსილზე მოდის. აღსანიშნავია, რომ საბა ანკარაგიუჯუს შეტევის მარჯვენა ფლანგზე მოქმედებს, ხოლო პეინტსილი - მარცხენაზე. საბას საშუალო შეფასება 6.67 ქულაა (ქონიაში მოთამაშე ლევან შენგელიას, რომელსაც სეზონში 3 გოლი და 2 ასისტი აქვს, საშუალო შეფასება - 6.51).
📺 საბა ლობჟანიძის საგოლე პასები ალანიასპორთან
შეგახსენებთ, რომ ახლახან საბამ ალანიასპორთან 3 საგოლე პასი გააკეთა, პირველი ორი სწორედ პეინტსილმა გამოიყენა.
კომენტარები