Thumbnail
  • შტურმი 2:1 ჰარტბერგი
  • ოთარ კიტეიშვილმა 85 წუთი ითამაშა და გოლი გაიტანა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში გრაცის შტურმმა ჰარტბერგი 2:1 დაამარცხა, ოთარ კიტეიშვილმა კი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა  ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

გრაცელებმა სამ წუთში სხვაობა ორამდე გაზარდეს, რასაც სტუმრებმა მე-2 ტაიმში ერთი გოლით უპასუხეს და საბოლოოდ შტურმმა 2:1 იმარჯვა. ოთარმა ამ შეხვედრაში 85 წუთი ითამაშა. 24 წლის ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 11 მატჩი აქვს ჩატარებული, 4 გოლი გაიტანა და 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

შტურმი ავსტრიის ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ 28 ქულით ლიდერობას ზალცბურგთან ერთად იყოფს, თუმცა კონკურენტთან შედარებით ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები