Thumbnail

'მიყვარს წვიმაში ვარჯიში' - დავით ხოჭოლავა შახტარის შეკრებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 27 წლის მცველი სეზონის განახლებისთვის შახტართან ერთად ბელეკში ემზადება
  • ქართველმა ფეხბურთელმა თავისი ფიზიკური ფორმა 10-ბალიაი შკალით შეაფასა 

საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა დონეცკის შახტართან ერთად პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე ბელეკში იმყოფება. უკრაინულმა გუნდმა თურქუთში ორი სპარინგი გამართა (ლეხთან 1:1, ლუდოგორეცთან 2:2), მაგრამ მესამე, რომელსაც სლოვენიურ მარიბორთან 25 იანვარს გეგმავდა, მეტოქე გუნდში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო გაუქმდა.

გაუქმებული სპარინგის შემდეგ, დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ ვარჯიშის ჩატარება გადაწყვიტა და ხოჭოლავას და მის თანაგუნდელებს წვიმაში საათის გატარება მოუხდათ. 

შახტარის 27 წლის ქართველმა მცველმა კლუბის პრესსამსახურს შთაბეჭდილებები გაუზიარა და თავისი ფიზიკური ფორმაც შეაფასა.

"ძალიან მომწონს წვიმაში ვარჯიში. ჩემთვის ეს კარგი ამინდია. მთელი გუნდი მონდომებით მუშაობს, ფიზიკურად ვძლიერდებით. ჩემს ფიზიკურ მზადყოფნას 10-ბალიანი შკალით თუ შევაფასებ, 7-8-ს დავუწერდი. ვფიქრობ, მეორე შეკრების ბოლოს და ოფიციალური მატჩებისთვის უკვე ფორმის პიკში ვიქნებით", - ამბობს დავითი. 

შახტარს გეგმებში  ცვლილების შეტანა იძულებით მოუხდა 

დონეცკის შახტარი პირველ შეკრებაზე ბოლო სპარინგს 26 იანვარს, ჩრდილომაკედონიურ სილექსთან გამართავს. 

დონეცკის შახტარს უკრაინის პრემიერლიგაში გასული 13 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. სათავეში კიევის დინამოა, რომელსაც ქულით მეტი აქვს. ხოჭოლავას გუნდი ჩემპიონატს 13 თებერვალს განაახლებს, შემდეგ კი უკვე ევროპალიგის 1/16 ფინალში თელ-ავივის მაკაბისთან სტუმრად (18 თებერვალს) და შინ (25 თებერვალს) ითამაშებს.

დავით ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში უკრიანის ჩემპიონატის 4 მატჩში ითამაშა, კიდევ 4 შეხვედრა კი ჩემპიონთა ლიგის ჯუფფურ ეტაპზე ჩაატარა. 

კომენტარები

ბოლო ამბები