- ელგუჯა ლობჯანიძის დამატება ყაზახურ შახტიორს სურს
- საუკეთესონი - კანკავა და ლობჯანიძე ყაზახეთის 2020 წლის ჩემპიონატის სიმბოლურში
საქართველოს ნაკრების 28 წლის ფორვარდი (10 მატჩი ნაკრებში) ელგუჯა ლობჯანიძე ამჟამად უკლუბოდაა. გასულ სეზონში მან ქაისარის რიგებში 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა (პლუს 1 ევროთასებზე) და ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა (ჯაბა კანკავასთან ერთად).
ლობჯანიძეს ქაისართან ხელშეკრულება დაუსრულდა, რომელიც აღარ გაუგრძელებია და ახლა კლუბს ეძებს. Vesti.kz-ს ინფორმაციით, მისით კიდევ ერთი ყაზახური კლუბი, ყარაღანდის შახრიორია დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ თავად ელგუჯა აცხადებდა, რომ მისით მხოლოდ ყაზახური კლუბები არ არიან დაინტერესებულნი და მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

"პოპსპორტმა" ამას წინათ 2020 წლის ქართველ ბომბარდირთა სია შემოგთავაზათ. TOP 10-ში ელგუჯა ლობჯანიძეც (8 გოლი) მოხვდა - მერვე ადგილზე.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ყაზახეთის პრემიერ ლიგა შახტიორმა 32 ქულით მე-4 პოზიციაზე დაასრულა და ევროთასებზე ითამაშებს. ელგუჯა ლობჯანიძეს აქამდე უკვე ორ ყაზახურ კლუბში უთამაშია - თარაზში და ქაისარში. "ტრანსფერმარკტი" მას €600 000-დ აფასებს.
კომენტარები