Thumbnail

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე უგუნდოდაა და უცნობია, როდის დაუბრუნდება ის დიდი ფეხბურთს, თუმცა როგორც ირკვევა, 28 წლის ფეხბურთელი ამჟამად ჯანმრთელადაა და მართალია სამოყვარულო დონეზე, მაგრამ მაინც ახერხებს თამაშს - სულ ახლახან ის დუბაიში, ყოფილი გუნდის, მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელთა გარემოცვაში დააფიქსირეს. 

ჯანო იმ ვიდეოში გამოჩნდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა გამოაქვეყნა. დუბაიში მყოფმა დაღესტნელმა მებრძოლმა ფეხბურთი იქ შეკრებზე მყოფ მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელებთან ერთად ითამაშა, კადრში კი სხვებთან ერთად ჯანო ანანიძეც მოხვდა.

მოგვიანებით რუსული მედია ამ ფაქტით დაინტერესდა და სპარტაკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ჯანოს შესახებაც ჰკითხა. ანტონ ფეტისოვის თქმით, ანანიძე მოსკოველთა გუნდთან ერთად შეკრებას არ გადის და დუბაიში ის მხოლოდ თავისი სურვილით იმყოფება. 

ჯანო ანანიძე როტორთან განშორების შემდეგ უგუნდოდაა

ჯანო ანანიძის ბოლო კლუბი ვოლგოგრადის როტორი იყო, რომელსაც შარშან შემოდგომით ისე დაშორდა, გუნდის მაისურით ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ამის მიზეზი მუხლის ტრავმა გახდა. მანამდე ნახევარმცველმა კვიპროსულ ანორთოსისშიც ითამაშა, მისი კარიერის უდიდესი ნაწილი კი სწორედ მოსკოვის სპარტაკს უკავშირდება, რომელიც შარშან იანვარში დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები