Thumbnail

დორტმუნდის ფეხბურთელებმა ხელფასები დაიკლეს! კლუბი ბევრ ფულს დაზოგავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელები ანაზღაურების ნაწილზე უარს ამბობენ
  • ამის გამო BVB ყოველთვიურად მილიონობით ევროს დაზოგავს

დორტმუნდის ბორუსია ბევრ ფულს დაზოგავს და ეს მისი ფეხბურთელების დამსახურებაა!

გერმანული Sport1-ის ინფორმაციით, BVB-ს მოთამაშეები ხელფასების 10 პროცენტით შემცირებას დათანხმდნენ და მარტის ბოლომდე შემცირებულ ანაზღაურებას მიიღებენ. დიდი შანსია, რომ ასეთი შეთანხმება კლუბსა და ფეხბურთელებს შორის 30 ივნისამდეც გაგრძელდეს.

აღნიშნული შეთანხმებით დორტმუნდელები, რომლებმაც ყოველი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების გამო 4 მილიონი ევრო აკლდებათ, ყოველთვიურად 1,25 მილიონ ევროს დაზოგავენ. ბორუსიაში ვარაუდობენ, რომ პანდემიის შემდეგ საერთო მინუსი 100 მილიონ ევროს შეადგენს.

დორტმუნდი თავის 850 თანამშრომელს ყოველწლიურად 205 მილიონ ევროს უხდის. აქედან 150 მილიონზე მეტი (დაახლოებით 13 მილიონი ევრო თვეში) მხოლოდ პირველი გუნდის ფეხბურთელებზე მოდის.

კომენტარები

ბოლო ამბები