Thumbnail
  • UFC-ის ჩემპიონმა ინსტაგრამში ვიდეო საინტერესო კომენტარით გამოაქვეყნა
  • 32 წლის დაღესტნელი მებრძოლის პოსტს სერიოზული რეაქცია მოჰყვა

მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა "ინსტაგრამში" თავის გვერდზე ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც საინტერესო კომენტარი გაუკეთა. 
 
"ვემზადები დიდ ფეხბურთში დებიუტისთვის. ველოდები წინადადებებს განსახილველად", - წერს დაღესტნელი მებრძოლი, რომელიც ოქტაგონიდან წასვლის შესახებ შარშან გამოაცხადა.

ცნობილია, რომ 32 წლის დაუმარცხებელი მებრძოლი ფეხბურთის დიდი მოყვარულია. ხაბიბი ხშირად აქვეყნებს ხოლმე ვიდეოს, სადაც მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობს. 

რაც შეეხება ნურმაგომედოვის ბოლო პოსტს, სხვებთან ერთად მას წარსულში ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელი, კლარენს ზეედორფი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეხმაურნენ. ზეედორმა პოსტს ბიცეპსის, ფეხბურთის ბურთისა და ცეცხლის ემოჯები დაუსვა, ჯოკოვიჩმა კი რუსულად მიაწერა: "მიდი, ძმაო! კარგია".

პოსტს გამოეხმაურა საფეხბურთო კლუბის მახაჭყალის ანჟის პრესსამსახურიც: "მშობლიურ გუნდს ასე გაძლიერება არ აწყენდა! ძალიან პერსპექტიული სპორტსმენი".

ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონიდან დაუმარცხებელი წავიდა

32 წლის დაღესტნელი მებრძოლი ოქტაგონიდან დაუმარცხებელი წავიდა. ხაბიბმა კარიერის განმავლობაში MMA-ში 29 ბრძოლა ჩაატარა (13 UFC-ში) და ყველა მოიგო. გასული წლის ოქტომბერში, ჯასტინ გეიჯისთან გამართული უკანასკნელი შეხვედრა დაღესტნელისთვის პირველი იყო მას შემდეგ, რაც მამა და მწვრთნელი - აბდულმანაპ მურმაგომედოვი გარდაეცვალა.

მოსალოდნელია, რომ 2021 წელს ხაბიბ ნურმაგომედოვი ლიგას ოფიციალურად დაემშვიდობება და მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონის ტიტულს ვაკანტურს გახდის.

კომენტარები

ბოლო ამბები