Thumbnail

როცა წამში 40 000 დოლარს აკეთებ - მაკგრეგორის და პორიეს შემოსავლები

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მაკრეგორმა წაგებულ ბრძოლაში 18 მილიონი დოლარი გამოიმუშავა
  • შემოსავლის დიდ ნაწილს ტრანსლაციიდან შემოსული თანხა შეადგენს
  • გამარჯვებულმა დასტინ პორიემ მაკგრეგორზე ბევრად ნაკლები მიიღო

კვირას გამთენიისას UFC-ში მთავარი ბრძოლა გაიმართა - დასტინ პორიემ კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. წაგებას მაკგრეგორის შემოსავლებზე გავლენა არ ჰქონია - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მისი დაბრუნება, მარკეტინგული თვალსაზრისით, ძალიან კარგად გასაყიდი პროდუქტი იყო.

კონორს გარანტირებული შემოსავლის სახით 3.65 მილიონი დოლარი უნდა მიეღო. ამას ემატება, ტრანსლაციის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი - ე.წ. pay per view. მაკგრეგორმა, რომელიც ყველაზე პოპულარული მებრძოლია, ტრანსლაციებიდან დაახლოებით 15 მილიონი გააკეთა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლაში, რომელიც სულ რაღაც 452 წამი გაგრძელდა, მას 18 მილიონამდე შემოსავალი დაუგროვდა - ანუ მაკგრეგორი წამში 40 ათასი დოლარს აკეთებდა.

ბევრად უფრო მოკრძალებულია ამ ბრძოლაში გამარჯვებული დასტინ პორიეს შემოსავალი. მას გარანტირებული 700 ათასი დოლარი ჰქონდა და დამატებით 50 ათასი მიიღო საღამოს საუკეთესო წარმოდგენისთვის. ამერიკელის შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის ტრანსლაციებიდან შემოსული თანხები, თუმცა ამ ეტაპზე ამ თანხის ზუსტი რაოდენობა უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები