Thumbnail
  • მილუოკი 129:115 ატლანტა
  • იანისს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

ბრუკლინთან და ლეიკერსთან ზედიზედ ორი მტკივნეული მარცხის შემდეგ, მილუოკი ატლანტასთან გამარჯვებით დარბუნდა. პირველივე მეოთხედი ბაქსმა 17 ქულით მოიგო და მთელი მატჩის მანძილზე ატლანტასთვის შანსი არ მიუცია.

მილუოკი 4-დან 3 მეოთხედში 30-ქულიან მაჩვენებელს გადაცდა, ზუსტი სროლების 54.9 პროცენტი ჰქონდა და 129 ქულა ჩააგდო. ატლანტას სამწამიანის დაცვა უჭირს და მილუოკიმ ეს კარგად გამოიყენა: ზუსტი სროლების 66 პროცენტი ორქულიანი დისტანციიდან და 16 მოხსნა მეტოქის ფარზე (ატლანტას მხოლოდ 5 მოხსნა ჰქონდა). ბაქსისთვის ცუდი ის იყო, რომ მათ მეტოქეზე თითქმის ორჯერ მეტჯერ, 17-ჯერ დაკარგეს ბურთი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

იანის ანტეტოკუნმპომ 13-დამ 9 სროლა გამოიყენა და 27 ქულა დააგროვა. მას 15 საჯარიმო დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ატლანტა იანისს უჯარიმოდ უბრალოდ ვერ აჩერებდა. სხვა საქმეა, რომ მან ამ ჯარიმების მხოლოდ 60 პროცენტი ჩააგდო. იანისს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - მას 27 ქულასთან ერთად 14 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა. კრის მიდლტონმა 19 ქულა ჩააგდო.

ტრავმის გამო შეხვედრა გამოტოვა ატლანტას ლიდერმა ტრეი იანგმა. მის გარეშე საუკეთესო ჰანტერი იყო 33 ქულით. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები