Thumbnail
  • კლიპერსი 108:100 ოკლაჰომა
  • კავაი ლეონარდი 34 ქულით საუკეთესო იყო

ლოს ანჯელეს კლიპერსი აუტსაიდერ ოკლაჰომას ხვდებოდა და ადვილად გაიმარჯვა. კლიპერსმა პირველივე მეოთხედი 17 ქულით მოიგო და მატჩზე კონტროლი მთელი თამაშის განმავლობაში არ დაუკარგავს. გადამწყვეტი უპირატესობა კლიპერსს სამქულიანებმა მოუტანა - ოკლაჰომამ 35-დან მხოლოდ 7 სამიანი გამოიყენა (ზუსტი სროლების 20 პროცენტი), კლიპერსმა კი - 46-დან 14 (ზუსტი სროლების 30 პროცენტი). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კარგად ამ თამაშში ვერცერთი გუნდი ვერ ისროდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

მატჩის მთავარი ამბავი კავაი ლეონარდის 34 ქულა აღმოჩნდა. ლეონარდმა 24-დან 14 სროლა გამოიყენა და 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. კავაის სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. 34 ქულასთან ერთად მას 9 მოხსნა და 8 პასიც დაუგროვდა. უჩვეულოდ პასიური იყო პოლ ჯორჯი, რომელმაც 13-დან მხოლოდ 4 სროლა გამოიყენა და 11 ქულას დასჯერდა.

ოკლაჰომადან საუკეთესო მათი ლიდერი შეი გილჯეს ალექსანდერი იყო 23 ქულით. კლიპერსმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო და ლეიკერსთან ერთად ლიდერობს დასავლეთ კონფერენციას. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები