Thumbnail
  • ინდიანა 102:107 ტორონტო
  • ქართველი ცენტრი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა ტორონტო რეპტორსთან საშინაო მატჩი 102:107 წააგო, ქართველი ცენტრი კი მოედანზე არ გამოჩენილა. გოგა გუნდის განაცხადში კი იყო, თუმცა, მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ ბიორკგრენმა მისთვის წუთიც ვერ გაიმეტა.

საინტერესოა, პეისერსმა მთელი თამაში მხოლოდ 8 კალათბურთელის ამარა ჩაატარა, რაც NBA-ში საკმაოდ იშვიათად ხდება. თამაშის ანტიგმირი ლიეტუველი ფორვარდი დომანტას საბონისი გახდა, რომელმაც 19 მოხსნა კი მოაგროვა, თუმცა, თამაშიდან 10-დან 1 ბურთი ჩააგდო და მხოლოდ 10 ქულას დასჯერდა.

პეისერსის რიგებში გამორჩეულად ითამაშა ამერიკელმა ცენტრმა მაილს ტერნერმა, რომელმაც 25 ქულა მოაგროვა (6 დაფარებაც ჰქონდა), ჯასტინ ჰოლიდეიმ კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 10 მოხსნა. ტორონტოს გამარჯვებაში დიდი წვლილი ოგ ანუნობიმ (30 ქულა, 8 მოხსნა), ფრედ ვანვლეეტმა (21 ქულა) და ნორმან პაუელმა (20 ქულა) ითამაშეს.

ინდიანას 9 მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა და თანაც ბოლო 4 მატჩში 3 წაგება აქვს. პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 26 იანვარს იმავე რეპტორსთან ჩაატარებს.

📺 ინდიანა V ტორონტო

კომენტარები

ბოლო ამბები