- ბრაზილიური კლუბი სერია D-ს მატჩზე მიემგზავრებოდა
- ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია
ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის პალმასის მცირე ზომის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც გუნდის პრეზიდენტი და 4 ფეხბურთელი გარდაიცვალა.
პალმასი ბრაზილიის სერია D-ში თამაშობს და ვილა ნოვასთან მატჩზე მიემზგავრებოდა, როდესაც თვითმფრინავი ჩამოვარდა და აფეთქდა. როგორც უცხოური მედია იტყობინება, 6 ადამიანი დაიღუპა.
მათ შორის, ფეხბურთელები გილერმო ნოე, რანულე, მარკუს მოლინარი, ლუკას პრაქსედესი და პრეზიდენტი ლუკას მეირა. გარდაიცვალა თვითმფრინავის პილოტიც. ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
📺 კადრები შემთხვევის ადგილიდან
კომენტარები