Thumbnail

სტუდია Vicarious Visions, სავარაუდოდ, Diablo 2-ის რიმეიქზე მუშაობს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Vicarious Visions-მა Blizzard-თან პარტნიორობის ხელშეკრულება ერთი წელია გააფორმა
  • Diablo 2-ის რიმეიქს 2021 წლის ბოლომდე ვერ ვიხილავთ.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის Blizzard Entertainment-მა Vicarious Visions შეიძინა, გავრცელდა ხმები, რომ სტუდია Diablo 2-ის რიმექზე მუშაობს.

გამოცემა Bloomberg,-ის მიხედვით, Vicarious Visions-მა Blizzard-თან პარტნიორობის ხელშეკრულება დაახლოებით ერთი წელია გააფორმა, თუმცაღა, ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ 22 იანვარს გახდა. 

2020 წლამდე, თამაშის რიმეიქზე ბლიზარდის შიდა ჯგუფი მუშაობდა მათი კალიფორნიის დეპარტამეტში. ეს გუნდი კლასიკური თამაშების რიმეიქებითაა ცნობილი: მათ შექნეს Warcraft III: Reforged-იც, რომელიც ფანებს მაინცდამაინც არ მოეწონათ: თამაშს, ამჟამად, Metacritic-ზე 59 % აფასებს პოზიტიურად, IGN-მა კი 7/10 ქულა მიანიჭა. 

Warcraft III: Reforged-ის წარუმატებულობის მიზეზად, კომპანიამ ''ცუდი დაგეგმარება, ცუდი კომუნიკაცია და თამაშის დროზე ადრე გამოშვება'' დაასახელა. Warcraft III: Reforged კომპანიამ ფანებს პირველად 2018 წლის ნოემბერში აჩვენა, წინასწარი შეკვეთების მიღება კი 2019 წლისათვის დაიწყო, ისე, რომ გამოსვლის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

სავარაუდოდ, Blizzard ცდილობს, ეს შეცდომა არ გაიმეოროს და Diablo 2-ის რიმეიქზე მუშაობა იმავე გუნდს დაავალა, რომელმაც Diablo IV შექმნა. 2020 წლის ოქტომბერში, Blizzard გუნდისთვის ახალი წევრების ძებნა დაიწყო, თავად კომპანიაშიც და მის გარეთაც, თუმცა, საბოლოოდ, ეს გუნდიც დაშალა და როგორც ჩანს, თამაშის ბედი ამჯერად Vicarious Visions-ის ხელშია.

შეგახსენებთ, რომ Vicarious Visions ისეთი თამაშების ავტორია, როგორებიცაა Crash Bandicoot-ის და Spyro the Dragon-ის რემასთერები, Tony Hawk's Pro Skater, Spiderman და სხვა.

Diablo 2 ფრენჩაიზის საუკეთესო ნაწილი ნამდვილად არ არის: თავდაპირველი ვერსიის გეიმფლეი დაუხვეწავი იყო, შეინიშნებოდა ბევრი ტექნიკური უზუსტობა. თამაში მაინც სახალისო იყო, თუმცა, კოდში არსებული ხარვეზები ყველაფერს აფუჭებდა. იმედია, რიმეიქი უკეთესი იქნება. მისი გამოსვლის თარიღად, 2020 წელი დასახელდა, თუმცა, სავარაუდოდ, კოვიდ 19-ის პანდემიამ, ბევრი სხვა თამაშის მსგავსად, Diablo 2-ის რიმეიქსაც ხელი შეუშალა და მას 2021 წლის ბოლომდე ვერ ვიხილავთ.

Diablo II, პოპულარული დარქ ფენტეზი ჟანრის ფრენჩაიზის ნაწილია, რომელიც ე.წ 'ჰაქ ენდ სლეშ' სტილისაა. ის 2000 წელს გამოვიდა და 2001 წლისათვის უკვე ყველა დროის ყველაზე პოპულარული ონლაინ თამაშად ითვლებოდა. მისი გავლა შესაძლებელია როგორც მრავალმოთამაშიან, ისევე სიუჟეტურ (ერთმოთამაშიან) სტილში. 

კომენტარები

ბოლო ამბები