Thumbnail

კვარაცხელიას დუბლი სოჭისთან - რუბინს ამჯერადაც ხვიჩამ მოაგებინა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რუბინი 3:2 სოჭი
  • ქართველმა ფეხბურთელმა ერთი გოლი თავისივე მოპოვებული პენალტით გაიტანა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ყაზანის რუბინმა სოჭის 3:2 სძლია, მატჩის გმირი კი 19 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა.

ხვიჩა ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მინდორზე 85 წუთი გაატარა. ქართველმა გარემარბმა მე-19 წუთზე ბურთი იბრაგიმ ცალაგოვს აართვა, მეკარესთან პირისპი დარჩა და გოლის გატანა არ გასჭირვებია. ამ დროს ანგარიში 1:1 გახდა, მეორედ კი ხვიჩამ წონასწორობა 57-ე წუთზე აღადგინა. ამ დროს ქართველმა ლეგიონერმა პენალტი მოიპოვა და ის ზუსტად თავადვე შეასრულა. 66-ე წუთზე იგნატიევმაც შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ შეკრების პირველ შეხვედრაში რუბინმა სერბული პარტიზანი 5:2 გაანადგურა და კვარაცხელიამ მაშინაც გაიტანა, ამდენად, მის ანგარიშზე 2 მატჩში 3 გოლია.

ახლა, ყაზანელები გეზს შინისკენ აიღებენ, თებერვალში კი თურქეთში კიდევ 2 შეკრება აქვთ დაგეგმილი, რომელთა დროსაც 6 საკონტროლო თამაშია დაგეგმილი: ხიმკისთან, დინამო მოსკოვთან, ნიჟნი ნოვგოროდთან, ურალთანა და 2-ჯერ როტორთან.

📺 კვარაცხელიას დუბლი სოჭისთან

კომენტარები

ბოლო ამბები