Thumbnail

ოთხმეზურის შედეგიანი სტარტი - ნატალიამ 6 სამქულიანი ჩააგდო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი კალათბურთელის გუნდმა ორივე მატჩი მოიგო
  • ნატალია ოთხემეზურმა სამხრეთ აიდაჰოსთან 24 ქულა მოაგროვა

ამერიკის კოლეჯების ლიგაში მოთამაშე ნატალი ოთხმეზურის კასპერ თანდერლენდმა მიმდინარე სეზონში პირველი მატჩები ჩაატარა და ქართველი კალათბურთელის ლიდერობით, ორივე მათგანი მოიგო.

სასტარტო შეხვედრაში კასპერელებმა სამხრეთ აიდაჰოს კოლეჯის გუნდი 83:67 დაამარცხეს.
ოთხმეზური, რომელიც კასპერის კოლეჯის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32 წუთში 24 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა. ნატალიამ 4-დან 2 ორქულიანი, 11-დან 6 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

ქართველი ლეგიონერის გუნდს გაცილებით გაუჭირდა მომდევნო მატჩში, რომელშიც უკვე სნოუ კოლეჯს სტუმრობდა და მხოლოდ ბოლო წამებზე ჩაგდებული სამქულიანის წყალობით აჯობა – 64:62. ოთხმეზურის მონაგარი ამჯერად 11 ქულა იყო და ის, თავის გუნდში ამჯერადაც ყველაზე შედეგიანი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის შედეგების გათვალისწინებით, თანდერლენდმა ზედიზედ მე-17 გამარჯვება იზეიმა, მომდევნო მატჩი კი 28 იანვარს ჩრდილოაღმოსავლეთის კოლეჯთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები