Thumbnail

'მეორე რაუნდში ფეხი დავკარგე' - კონორმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ამერიკელმა დასტინ პორიემ, აბუ დაბიში კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. ეპოქალური რევანში, ლუიზიანელმა მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა. ეს მაკგრეგორის კარიერაში, პირველი ტექნიკური ნოკაუტით მარცხია, აქამდე ოთხივე ბრძოლა, ირლანდიელს მახრჩობელა ილეთით ჰქონდა წაგებული.

"ნაცემი არ ვარ, მწარედ არ მომხვედრია, მაგრამ მეორე რაუნდში დასტინის დარტყმებმა, ფეხი გამითიშა - მუხლი დავკარგე..." - კონორი მარცხის მიზეზებზე საუბრობს. "იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ამავდროულად ბედნიერი. ჩამოვედი ახლო აღმოსავლეთში და ყველფერი გავაკეთე რომ მომეგო, არ გამოვიდა, დასტინი ფანტასტიური და ჭკვიანი მებრძოლია."

"ახლა ერთი სული მაქვს გავაანალიზო შეცდომები და დავბრუნდე, რაც ადრეც გამიკეთებია და ახლაც იგივეს ვიზამ. ვგრძნობდი, რომ 'კლინჩში' უფრო ძლიერი ვიყავი და ბრძოლა ალბათ ამ სტილით უნდა წამეყვანა, დისტანცია უნდა შემემცირებინა, იდაყვები უფრო მეტად უნდა გამომეყენებინა, რაც პირველ რაუნდში რამდენიმეჯერ კარგად გამომივიდა."

"მთავარი მიზეზი, ალბათ ის არის რომ ჩვენი ბოლო ბრძოლის შემდეგ (2014), დასტინმა ოქტაგონზე ორჯერ მეტი დრო გაატარა ვიდრე მე. ჩემი ასეთი პასიურობის ანაზღაურებას დრო სჭირდება და ვეცდები, რომ ეს 2021 წელს გამოვასწორო - შეცდომებს გავაანალიზებ და წელს აუცილებლად დავბრუნდები."

კომენტარები

ბოლო ამბები