- კონორ მაკგრეგორი დასტინ პორიესთან დამარცხდა
- ირლანდიელის პირველი ტექნიკური ნოკაუტით მარცხი კარიერაში
- 'ბავშვებთან ვარჯიშმა ასე იცის' - ხაბიბი მაკგრეგორის მარცხს გამოეხმაურა
- 'მეორე რაუნდში ფეხი დავკარგე' - კონორმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
ამერიკელმა დასტინ პორიემ, აბუ დაბიში კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. ეპოქალური რევანში, ლუიზიანელმა მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით შეძლო.
ბრძოლა მაკგრეგორის აქტიურობით დაიწყო და ქულებით ირლანდიელმა პირველი რაუნდი სუფთად მოიგო, თუმცა მეორეში ზედმეტად გაიხსნა, რითიც პორიემ ისარგებლა.

ეს კონორ მაკგრეგორის კარიერაში პირველი ტექნიკური ნოკაუტით მარცხია, აქამდე ოთხივე ბრძოლა, ირლანდიელს მახრჩობელა ილეთით ჰქონდა წაგებული.
"მადლობა კონორს, ახლა ანგარიში ერთით-ერთია და შესაძლოა მესამედაც გვიხილოთ ერთად... ვთვლი, რომ ეს ჩხუბი ქამრისთვის იყო, დივიზიონში საუკეთესო ვარ!" - ამბობდა პორიე ბრძოლის შემდეგ.
"ძნელია ამდენი წელი ოქტაგონს მიღმა ყოფნა და პასიურობა უცებ აანაზღაურო..." - მაკგრეგორმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. "მეტი აქტიურობა მჭირდება და 2021-ში ვფიქრობ ოქტაგონზე კიდევ არაერთხელ მიხილავთ."
კომენტარები