- ალ ხორი 80:72 ალ აჰლი
- დუდა სანაძე: 32 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი
გარკვეული ხნით იძულებითი შესვენების შემდეგ დუდა სანაძე ყატარის ჩემპიონატში მოთამაშე ალ ხორს დაუბრუნდა და მას მნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა.
ყატარის საკალათბურთო ლიგაში ალ ხორი მე-7 ადგილისთვის მატჩში ალ აჰლის შეხვდა და 80:72 დაამარცხა. დუდა მატჩის MVP იყო 32 ქულით. მან შეუცვლელად ითამაშა და 6 სამქულიანი ჩაუგდო მეტოქეს. სანაძე მოხსნებითაც საუკეთესო იყო მატჩში - 11 მოხსნა. მის ანგარიშზეა 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც. პასივში - 7 დაკარგვა და 1 პერსონალური შენიშვნა.
კომენტარები