Thumbnail

'ოლიმპიადა იქნება' - იაპონიაში Times-ის გავრცელებული ჭორი უარყვეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • Times: იაპონიის მთავრობამ ოლიმპიადის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო
  • ეს ინფორმაცია იაპონიის მთავრობამ და IOC-მა უარყო

ორიოდე დღის წინათ Times-მა გამოაქვეყნა სენსაციური სტატია, რომლის მიხედვითაც იაპონიის მთავრობას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება - ოლიმპიური თამაშები უქმდება. დარჩენილია მხოლოდ ამ ამბის გამოცხადება. 

ბრიტანულ გამოცემას იაპონიის მთავრობამ უარყოფით უპასუხა, ხოლო იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის შეფმა იასუჰირო იამაშიტამ Times-ის სტატიას ფაბრიკაცია უწოდა. 

ამ თემას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შეფი თომას ბახიც გამოეხმაურა. მას არც Times-ის სტატია უხსენებია, არც COVID-19-ის მსოფლიო პანდემია, რის გამოც ოლიმპიური თამაშები შარშანდელი ზაფხულიდან წლეულს გადმოიდო და 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში უნდა გაიმართოს.

"ექვსი თვე რჩება ოლიმპიურ თამაშებამდე. ოლიმპიური მოძრაობა განსაკუთრებით ელის 23 ივლისს, როცა გახსნის ცერემონიალი გაიმართება. ჩვენ იაპონიის მთავრობის სრული მხარდაჭერა გვაქვს. გუშინ IOC-ის წევრებთან მორიგი კონსულტაციები გვქონდა. დღევანდელი გადმოსახედიდან პერსპექტივა კარგია. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ამ თამაშებისთვის. პირველი პრიორიტეტი ზაფხულის თამაშების უსაფრთხოდ გამართვაა", - განაცხადა ბახმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები