Thumbnail
  • 📅 24 იანვარი | ⌚ 23:59 | ⚽ ატლეტიკო V ვალენსია
  • ხავი გრასია: ატლეტიკო უმაღლეს დონეზე თამაშობს

მადრიდის ატლეტიკო ლა ლიგის 10-გზის ჩემპიონია, თუმცა ბოლოს ტიტული 7 წლის წინათ მოიპოვა. "როხიბლანკოს" მაშინაც დიეგო სიმეონე წვრთნიდა, თუმცა მას მერე არგენტინელ სპეციალისტს "რეალისა" და "ბარსელონას" დომინაციის შეჩერება აღარ გამოსვლია. ახლა კი ამის შესანიშნავი შანსი აქვს - ატლეტიკო რეალს 7 ქულით, ხოლო ბარსას 10-ით უსწრებს. თანაც, ორივე მათგანზე თითო მატჩით ნაკლები აქვს ნათამაშები. მისი მეტოქე ვალენსიაა, რომელსაც ახლა კარგი დროება არ უდგას - მხოლოდ სამი ქულით უსწრებს გავარდნის ზონას. 

ლიონელ მესი ამბობს, რომ ატლეტიკოს თავად გავუკეთეთ საჩუქარი, რის გამოც ის ლა ლიგას მოიგებსო - არგენტინელი ლუის სუარესის ტრანსფერს გულისხმობს. მართლაც, ურუგვაელი შესანიშნავად თამაშობს და 11 გოლით მესისთან ერთად ლა ლიგის ბომბარდირთა ლიდერია. 

ატლეტიკო ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა

ატლეტიკომ სპორტულ არბიტრაჟშიც წააგო საქმე კირან ტრიპიერის დისკვალიფიკაციის თაობაზე. ასე რომ, ბრიტანელი ისევ თამაშგარეშია, მას ხორვატი ვრსალიკო შეცვლის. კოკემ კი დისკვალიფიკაცია მოიხადა და ის სასტარტოს დაუბრუნდება და მარკოს ლორენტეს გვერდიგვერდ ითამაშებს. ექტორ ერერას და მარკოს ერმოსოს თამაში საეჭვოა. შესაძლოა, მუსა დემბელეს დებიუტი ვიხილოთ, თუმცა ის, რა თქმა უნდა, სასტარტოში არ იქნება. 

ვალენსიაში შვებით ამოისუნთქეს, მას მერე, რაც ტრავმა გაბრიელ პაულისტამ მოირჩინა, თუმცა გუნდს არ ეყოლება დანიელ ვასი, დანიელი დისკვალიფიცირებულია, მას ტიერი კორეია ჩაანაცვლებს. კევინ გამეირო გამოჯანმრთელდა და მას ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშის შანსი გაუჩნდა. მეკარე იასპერ სილესენი კვლავ ლაზარეთშია. 

ხავი გრასია (ვალენსიას მწვრთნელი): "ატლეტიკოს შეუძლია 11-ვე მოთამაშე გამოცვალეს და მაინც, მათი დამარცხება ძნელი იქნება. მათ მხოლოდ ერთხელ წააგეს. ეს საოცარი შედეგია. მეტოქე უმაღლეს დონეზე თამაშობს. ჩვენ გაცილებით ამბიციურად უნდა ვითამაშოთ ამ მატჩში თუ გამარჯვება გვსურს. ამბიციური თამაში კი ამ სეზონში ძალიან გვაკლია". 

საინტერესო ფაქტები

⚽ ატლეტიკომ ლა ლიგაში ზედიზედ ბოლო 7 მატჩი მოიგო "ვანდაზე".

⚽ ატლეტიკომ ლა ლიგაში შინ ბოლო 8 მატჩიდან 7-ში გოლი არ გაუშვა.

⚽ 12 მატჩია, რაც ვალენსიას ატლეტიკოსთვის არ მოუგია (ყველა შეჯიბრება).

⚽ ატლეტიკომ ლა ლიგაში შინ ბოლო 6 მატჩიდან 5-ში პირველი ტაიმებიც მოიგო და მატჩებიც.

⚽ ლა ლიგის ბოლო სამ ტურში ვალენსიას მონაწილეობით თამაშში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

⚽ ატლეტიკომ ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5-ში სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

⚽ ბოლო 10 ტურიდან 9-ში ვალენსიამ მოგება ვერ შეძლო.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი - მ. ლორენტე, კოკე, საული, კარასკო - სუარესი, ჟოაო ფელიქსი

ვალენსია (4-4-2): დომენეკი - კორეია, გაბრიელი, დიაქაბი, გაია - მუსა, სოლერი, რეკიკი, ჩერიშევი - მაქსი გომესი, ლი

კომენტარები

ბოლო ამბები