- PREVIEW | ახალ ეპოქაში, ახალი მიზნებით - კვირას კონორი ბრუნდება!
- ხაბიბს ოქტაგონზე ამერიკელიც დამარცხებული ჰყავს და ირლანდიელიც
თბილისის დროით 24 იანვარს დილით, UFC-ის ოქტაგონს ორგანიზაციის ყოფილი ჩემპიონი და MMA-ს ცოცხალი ლეგენდა - ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი დაუბრუნდება, რომელიც ტურნირში UFC 257 ამერიკელ ჯასტინ პორიეს დაუპირისპირდება.
მომავალი ორთაბრძოლის წინ პროგნოზი გამოთქვა მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა. დაღესტნელმა მებრძოლმა, რომელმაც ოქტაგონიდან წასვლის შესახებ შარშან შემოდგომით გამოაცხადა, უპირატესობა ამერიკელს მიანიჭა.
"სტარტზე უპირატესობა მაკგრეგორის მხარეს იქნება, მაგრამ მესამე ან მეოთხე რაუნდში პორიე შეძლებს ამ ბიჭის დამარცხებას", - თქვა ხაბიბმა.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვს წარსულში კონორთანაც უჩხუბია და პორიესთანაც. 2018 წლის ოქტომბერში ხაბიბმა ირლანდიელს მეოთხე რაუნდში აჯობა, 2019 წლის სექტემბერში კი პორიეს დანებება მესამე რაუნდში აიძულა.
კომენტარები