Thumbnail
  • მინესოტა ტიმბერვულვზი 98:116 ატლანტა ჰოუკსი
  • ჯორჯიელთა ცენტრს 13 ქულა, 19 მოხსნა და 10 ბლოკი ჰქონდა

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. ატლანტა ჰოუკსმა სტუმრად გამარჯვება მინესოტა ტიმბერვულვზთან იზეიმა. ჯორჯიელებმა პირველ მეოთხედშივე შეძლეს ანგარიშში წინ გასვლა, შემდეგ კი სხვაობას მხოლოდ ზრდიდნენ და საბოლოო გამარჯვება ეჭვქვეშ საფინალო სირენამდე აღარც დაუყენებიათ. 

ატლანტას წარმატებაში უდიდესი წვლილი კლინტ კაპელამ შეიტანა, რომელიც ბრწყინვალე და იშვიათი სამმაგი დუბლით გამოირჩა. ჰოუკსის ცენტრმა თამაში 13 ქულით, 19 მოხსნითა და 10 დაფარებით დაასრულა. 

26 წლის შვეიცარიელმა კარიერაში სამმაგი დუბლი პირველად შეასრულა და ის გახდა ფრანშიზის პირველი მოთამაშე დიკემბე მუტომბოს (2000 წელს) შემდეგ, რომელმაც სამმაგი დუბლი ბლოკ-შოტებით შეასრულა. 

მატჩში ყველაზე მეტი - 43 ქულა ტრეი იანგმა მიითვალა

ამასთან, კაპელა ისტორიაში მეოთხე კალათბურთელია, რომელსაც აქტივში 10+ ბლოკ-შოტი პერსონალური ფოლის მიუღებლად აქვს და პირველია, ვინც წესების დარღვევის გარეშე 15 და მეტი მოხნა და 10 და მეტი დაფარება მოაგროვა. NBA-ში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამმაგი დუბლი ბლოკ-შოტებით მხოლოდ კაპელასა და ენტონი დევისს გაუფორმებიათ. 

📺 კლინტ კაპელა V მინესოტა

ატლანტას რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 15 მატჩში 8 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩი ჰოუქსს 25 იანვარს, მილუოკისთან უწევს. მინოსოტა 14 მატჩში მხოლოდ 3 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები