Thumbnail
  • EA Sports-მა წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა
  • საუკეთესოთა შორის ლიონელ მესი არ არის

ცხადი იყო, რომ ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოყვებოდა.

Electronic Arts-მა EA SPORTS FIFA 21 Team of the Year გამოაქვეყნა - წლის სიმბოლური ნაკრები, რომელიც 2020 წლის მიხედვითაა შედგენილი. როგორც მოსალოდნელი იყო, სიმბოლურში ბევრი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მიუნხენის ბაიერნიდან - მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი, რობერტ ლევანდოვსკი და ალფონსო დევისი. ეს ლოგიკურია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სიმბოლურში ლიონელ მესი ვერ მოხვდა!

ფანებში ამ ფაქტმა დიდი აღშფოთება გამოიწვია. ტვიტერში ისინი ახლა მხოლოდ ამაზე წერენ. “როგორ შეიძლება, რომ მესი აქ არ იყოს?” - წერს ერთი. “ეს ალბათ ხუმრობაა!” - დასძენს მეორე და ა.შ. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი წლის გუნდში არ შეიყვანეს. კრიშტიანო რონალდო კი არის. EA-ს ინფორმაციით, სიმბოლური ნაკრები 10 მილიონზე მეტის ხმის მიხედვით შედგა 185 ქვეყნიდან.

მეკარე: მანუელ ნოიერი (ბაიერნი)

მცველები: ალფონსო დევისი (ბაიერნი), სერხიო რამოსი (რეალი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული)

ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), კევინ დე ბრიუნი (მანჩესტერ სიტი)

ფორვარდები: კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი, FIFA-ში Piemonte Calcio), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე (პსჟ)

 

კომენტარები

ბოლო ამბები