Thumbnail
  • იუვეს ლეგენდარული მეკარის პოსტი ტვიტერში
  • ჯიჯიმ კრიშტიანოს 760-ე გოლი მიულოცა

ტურინის იუვენტუსის ლეგენდარულმა გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა პორტუგალიელ ბომბარდირ კრიშტიანო რონალდოს 760-გოლიან ნიშნულამდე მისვლა მიულოცა.

“შეგეძლო, ჩემთვის ნაკლები გაგეტანა, თუმცა, მორიგი რეკორდის დამყარებას ყველა ვარიანტში გილოცავ. CR...760!”, - დაწერა ჯიჯიმ ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ საკლუბო და სანაკრებო ასპარეზზე სარეკორდო გოლი იტალიის სუპერთასზე ნაპოლის გაუტანა და ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრების თავდამსხმელის იოზეფ ბიცანის რეკორდი (759 გოლი) დაამხო, მე-3 ადგილზე კი ბრაზილიელი პელეა 757 გოლით.

საინტერესოა, რომ მსოფლიოს სპორტული გვერდების უმეტესობა სწორედ ამ ვერსიას ავრცელებს, თუმცა, არსებობს ფეხბურთის სტატისტიკის ფონდის მონაცემებიც, რომლის თანახმადაც ბიცანის მონაგარი 805 გოლია, მას კი კვალში რომარიო (772) და პელე (767) უდგანან.

📺 იუვენტუსი V ნაპოლი

კომენტარები

ბოლო ამბები