Thumbnail

'აქამდე არ ვიცით, რა მოხდა' - დაღუპული ემილიანო სალას ოჯახი პასუხს ითხოვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 2019 წელს მომხდარი ავიაკატასტროფის საქმე კვლავაც ბურუსითაა მოცული
  • დაღუპული ფეხბურთელის ოჯახის წევრები გამოძიების დაჩქარებას ითხოვენ

ორი წლის წინ, ტრაგიკულად დაღუპული არგენტინელი თავდამსხმელის, ემილიანო სალას ოჯახი მოითხოვს, უფრო აქტიურად წარიმართოს გამოძება ლა-მანშის სრუტერში თვითმფრინავის კატასტროფის საქმეზე და მომხდართან დაკავშირებით გაირკვეს სიმართლე.

"ემილიანოს დაღუპვიდან ორი წელიწადი გავიდა, ჩვენ კი აქამდე არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რა მოხდა. ერთადერთი გზა სიმართლის დასადგენად გამოძიებაა, რათა ოჯახმა პასუხების გარეშე კიდევ ერთი წელიწადი არ გაატაროს”. - ნათქვამია ემილიანო სალას ოჯახის განცხადებაში. 

არგენტინელი ფეხბურთელი ნანტის ღირსებას 2015 წლიდან იცავდა, რის შემდეგაც კარდიფში გადავიდა

შეგახსენებთ, რომ 28 წლის სალა ნანტიდან კარდიფში, 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ის საფრანგეთიდან უელსში კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა, მაგრამ 2019 წლის 22 იანვარს თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ფეხბურთელის ცხედარს ლა-მანშის სრუტეში 3 თებერვალს მიაგნეს, პილოტი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

ემილიანო სალა მშობლიურ პროგრესოში (არგენტინა) დაკრძალეს

საქმეზე ჩატარებული პირველადი გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ არც პილოტს და არც თვითმფრინავს, კომერციული ფრენებისთვის საჭირო ლიცენზია არ ჰქონდათ, კატასტროფის მიზეზად კი "უსაფრთხოების წესების დარღვევა" დასახელდა. პანდემიის გამო გამოძიება შეჩერდა და მას შემდეგ ამ საქმეზე სიახლე აღარ ყოფილა. 

კომენტარები

ბოლო ამბები