Thumbnail

ვოლგოგრადის როტორმა თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი პოლონურ იაგელონიასთან გამართა (1:1). რუსულ გუნდში გატანილი გოლით ზურიკო დავითაშვილი გამოირჩა, რომელმაც თამაშის შემდეგ როტორის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

ზურიკომ იაგელონიასთან პირველი ტაიმი ჩაატარა, გოლი კი მე-40 წუთზე შეაგდო.

"მეტოქე კარგი გუნდი იყო - ძლიერი, თანაც, მათთვის ეს ბოლო თამაში იყო შეკრებაზე და მალე სეზონის განახლება უწევთ.

პირველი მატჩის კვალობაზე, ჩვენ კარგად ვითამაშდეთ. რა თქმა უნდა, ცოტა დავიღალეთ, მაგრამ კარგად ვმუშაობთ. შეკრებაზე პირველი თამაში ყოველთვის მძიმეა. 

ფიზიკური მდგომარეობა კარგი მაქვს, შემეძლო მეორე ტაიმიც მეთამაშა. რაც შეეხება ამ ამხანაგურ მატჩში გატანილ ჩემს პირველ გოლს, როგორც კი სეზონი დაიწყება, შევეცდები, ოფიციალურ შეხვედრაშიც გავიტანო", - ამბობს 19 წლის ქართველი ფეხბურთელი.

ზურიკომ  პოლონურ გუნდთან გატანა პირველ ტაიმში მოახერხა

სხვათა შორის, ვოლგოგრადელები თებერვალში ორ სპარინგს ყაზანის რუბინთან გეგმავს - კლუბთან, რომელთანაც დავითაშვილს კონტრაქტი აკავშირებს. ზურიკომ ამ თამაშების მნიშვნელობაზეც ილაპარაკა: 

"რა თქმა უნდა, ჩემთვის პრინციპული თამაშები იქნება, მაგრამ ეს მაინც ამხანაგური შეხვედრებია, გაცილებით მნიშვნელოვანი კი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია, რომელიც 26 თებერვალს ტამბოვის წინააღმდეგ მოგვიწევს". 

როტორი თურქეთში მომდევნო ამხანაგურ თამაშს 26 იანვარს გამართავს

📺 დავითაშვილის გოლი და არაბიძის მომენტი

ზურიკო დავითაშვილი როტორში იჯარით სეზონის ბოლომდე გამოდის. 19 წლის შემტევმა ვოლგოგრადელთა მაისურით რუსეთის პრემიერლიგის 13 მატჩში ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით ჯერ არ გამორჩეულა.

როტორს, რომლის ღირსებას ზურიკოს გარდა, საბა კვერკველია, გიორგი არაბიძე, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანიც იცავენ,  რუსეთის პრემიერლიგაში გასული 19 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები