Thumbnail

დიდი რეგრესი - ეროვნულმა ლიგამ IFFHS-ს რეიტინგში პოზიციები დათმო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

IFFHS-მა (ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია) მსოფლიოს ეროვნულ ჩემპიონატთა 2020 წლის შემაჯამებელ რეიტინგი გამოაქვეყნა.

ადრე ამ რეიტინგში იტალიის სერია A ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატები დაწინაურდნენ. 2020 წელს იტალიის პირველობამ პირველი ადგილი 14-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა. 

მსოფლიოს 80 საუკეთესო ლიგას შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი (ეროვნული ლიგა) 75-ე პოზიციაზეა. ეს დიდი რეგრესია 2019 წელთან შედარებით, როდესაც ეროვნული ლიგა 51-ე პოზიციაზე იყო. ქართულ ჩემპიონატს 173 ქულა აქვს და IFHS-ს რეიტინგში მხოლოდ ალჟირის, ნიგერიის, კოსოვოს, ანგოლისა და ბოსნიის ჩემპიონატებს უსწრებს. 

TOP 10 ლიგა 2020-ში. IFFHS

1. სერია A (იტალია) - 1026 ქულა
2. პრემიერლიგა (ინგლისი) - 1003
3. სერია A (ბრაზილია) - 964
4. ლა ლიგა (ესპანეთი) - 954
5. ბუნდესლიგა (გერმანია) - 864
6. პრიმეირა (პორტუგალია) - 721
7. ლიგა 1 (საფრანგეთი) - 661
8. დივიზიონ პროფესიონალი (პარაგვაი) - 610
9. პრიმერა (არგენტინა) - 603
10. ლიგა პრო A (ეკვადორი) - 579

კომენტარები

ბოლო ამბები