Thumbnail

Basketball Society-მ ანალიტიკური სტატია მიუძღვნა NCAA-ს სეტონ ჰოლის ლიდერ სანდრო მამუკელაშვილს. სტატიის ავტორი არამ კანუსკიო სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველ ფორვარდზე დაკვირვებამ დიდი დრო წაიღო, მაგრამ საინტერესო შედეგი გამოიღო - გამოიკვეთა ყველა ის ძლიერი მხარე, რაც 21 წლის ფორვარდს გააჩნია, როგორც შეტევაში ისე დაცვაში.


"NBA small-ball-ის ფაზაში გადადის, მაგრამ ეს პირდაპირ სულაც არ ნიშნავს, რომ ლიგა უფრო "დაბალი" ხდება. ლიგამ გადამწყვეტი ტრანზაქცია ერთფეროვანი მოთამაშეებისთვის საარსებო არეალის შეზღუდვით გააკეთა. "მაღლები", რომელთა ერთადერთი ფუნქცია ფარქვეშ თამაშია, აღარ არიან ტრენდში. ახლა ყველას სჭირდება უნივერსალი "მაღლები", რომელთა თამაშიც მრავალფეროვანია. მათ განსაკუთრებული ფასი დაედო - სანდრო მამუკელაშვილი სწორედ ასეთია", - წერს გამოცემა.

სანდრო მამუკელაშვილი განსხვავებული "მაღალია" - ის ორივე ხელით თამაშობს, კარგია პერიმეტრზე, ბურთს ძალიან კარგად ატარებს. სეტონ ჰოლი მას სწორედ ისე იყენებს, როგორც NBA-ს გუნდების თანამედროვე მენეჯერებს ესახებათ. 

უნივერსალიზმი შეტევაში

გამოცემას მიაჩნია, რომ სანდროს მის სიმაღლესთან შედარებით გამთამაშებლობის კარგი უნარები გააჩნია. ეს არ არის სანდროს არც პირველი და არც მეორე ძლიერი მხარე, მაგრამ დრიბლინგით მას დამატებითი საფრთხის შექმნა შეუძლია. მართალია, ქართველი საშუალოდ 3-ზე მეტჯერ კარგავს ბურთს, მაგრამ ძირითად ეს პასების შესრულებისას ხდება და ნაკლებად კავშირშია ბურთის ტარებასთან. 

ასეთ ეპიზოდს ხშირად ნახავთ - სანდრო მთელი გუნდის წინააღმდეგ

მამუკელაშვილი ძლიერია P&R-ში (პიკ'ნ როლი), მისი და ობიაგუს ტანდემი ხშირად ასრულებს P&R-ს ქულებით. იმის გამო, რომ ხშირად პერიმეტრიდან უტევს, მის წინააღმდეგ მსუბუქ ფორვარდებს უწევთ დაცვა, თუ სანდრო დაცვის პირველი რედუტის გარღვევას ახერხებს, შემდეგ მას არსენალში შეტევის მრავალფეროვანი არსენალი აქვს. 

მისი პასის კულტურის IQ-ც მაღალია. ის თამაშის მიმდინარეობას სწრაფად კითხულობს, მისი პასები ზუსტია. ხანდახან, ის ზედმეტად ჩქარობს. შეტევაში ის ძლიერია, როგორც პერიმეტრიდან, ისე ფარქვეშიდან. 

📺 ვილანოვა V სეტონ ჰოლი

სროლა კარგი აქვს და მას მუდმივად აუმჯობესებს. მაგალითად, გასულ სეზონში საჯარიმოს ხაზიდან 66%-იანი სიზუსტით უტევდა, ახლა კი 75%-იანით. პირველ ორ სეზონში მამუკელაშვილი იშვიათად უტევდა პერიმეტრიდან და აკლდა თვითრწმენა. ახლა მსგავსი არაფერია. მეტიც, ის სამქულიანის ხაზიდან საკმაოდ მოშორებით დგება ხოლმე და იქიდანაც წარმატებით უტევს. ეს NBA-ს გუნდების მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანია. შარშან სამქულიანებს 43%-იანი სიზუსტით აგდებდა, ახლა კი 33%-იანი სიზუსტით. ეს ორი რამით არის განპირობებული - სანდრო გაცილებით მეტს ისვრის და უფრო შორი დისტანციიდან. 

დაცვა, რომელიც ართუ ცუდია

სანდრო არ ითვლება ელიტურ დამცველად, მაგრამ ზომის მიუხედავად ის საკმაოდ სწრაფია და ერთი-ერთზე ბევრთან შეუძლია კარგი დაცვის თამაში. სეტონ ჰოლი ხშირად ცვლის დაცვის სქემებს. თუ ობიაგუ მოედანზე არ არის, მამუკელაშვილს ყველა პოზიციაზე შეუძლია დაცვაში თამაში. რაც მთავარია, ის არასდროს ეთიშება ეპიზოდს, ბოლომდე იბრძვის. მომავალში მას ხშირად მოუწევს 3 და 4 ნომრის წინააღმდეგ დაცვის თამაში. 

სანდრო მამუკელაშვილის სეზონი:
18.4 ქულა, 7.0 მოხსნა, 3.3 პასი, 1.2 ჩაჭრა, 0.6 დაფარება

მამუკელაშვილი არ "ნადირობს" ბლოკებზე და მოხსნებს, ის ბოლომდე რჩება ეპიზოდში და უშლის ხელს მეტოქეს. სწრაფი რეაქციის გამო მას ხშირად გამოსდის მეტოქის პასის ჩაჭრა. 

რას ველოდოთ მისგან 2021 წლის NBA-ს დრაფტზე

წლევანდელ დრაფტზე ბევრი სოლიდური მოთამაშე იყო, სუპერტალანტი კი თითქმის არა, მომდევნო დრაფტისთვის ჩანს რამდენიმე სუპერტალანტი. აი, სოლიდურ მოთამაშეთა რიცხვი კი ნაკლებია. სანდრო მამუკელაშვილი სწორედ ასეთად გვესახება, რომელიც პლეი ოფში გამსვლელმა გუნდმა შესაძლოა, პირველ რაუნდში აიყვანოს. 

წლევანდელ დრაფტზე ბევრ "მაღალს" არ გააჩნია ის უნივერსალიზმის, რაც სანდროს აქვს. ის შესაძლოა, ფარზე თამაშში ელიტის დონის ვერ არის, მაგრამ მრავალფეროვნების, მაღალი IQ-ს, კარგი პასების, დაცვაში მონდომების, კარგი სროლის წყალობით NBA-ს გუნდებს იმდენ რამეს სთავაზობს, რომ არა გვგონია, მან დრაფტზე მეორე წრემდე მიაღწიოს.

სანდრო მამუკელაშვილს უნივერსალიზმის წყალობით, NBA-ში ხანგრძლივი კარიერა ელის, - ეს დასკვნა ანალიტიკური სტატიის სათაურშივეა გამოხატული. 

კომენტარები

ბოლო ამბები