Thumbnail
  • ილია ბერიაშვილი ვოლგოგრადის როტორის მე-6 ქართველი ფეხბურთელი იქნება
  • ქართველმა მცველმა ეროვნული ლიგის წინა სეზონში 14 მატჩი ჩაატარა

22 წლის მცველი ილია ბერიაშვილი კარიერას რუსეთში გააგრძელებს. ის ვოლგოგრადის როტორის ღირსებას დაიცავს. ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია transfermarkt.com-მა გაავრცელა. ილია რუსულ კლუბში მე-6 ქართველი ფეხბურთელი იქნება.

რუსულ კლუბში ბერიაშვილის გარდა, სოლომონ კვერკველია, ზურიკო დავითაშვილი, ნიკოლაი ყიფიანი, გიორგი არაბიძე და ბექა მიქელთაძე თამაშობენ.

შეგახსენებთ, რომ ვოლგოგრადის როტორმა თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური თამაში გამართა. რუსულ კლუბში გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა შეხვედრაში ანგარიში გაათაანაბრა.

კომენტარები

ბოლო ამბები