- როტორი 1:1 იაგელონია
- დავითაშვილმა გოლი გაიტანა, არაბიძეს დებიუტი ჰქონდა
- კვარაცხელიამ წელი გოლით დაიწყო - ხვიჩამ პარტიზანს გაუტანა
ვოლგოგრადის როტორმა თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური თამაში გამართა. ალეკსანდრ ხაცკევიჩის გუნდი პოლონურ იაგელონიას შეხვდა. გუნდებმა პირველივე ტაიმში გოლები გაცვალეს, როტორში კი თავი ზურიკო დავითაშვილმა გამოიჩინა.
ქართველმა შემტევმა მატჩის მე-40 წუთზე შეძლო გატანა - მან ანგარიში გაათანაბრა. პირველ ტაიმში ვოლგოგრადელთა შემადგენლობაში ზურიკოს გარდა, საბა კვეკვერკველიამ, ნიკა ყიფიანმა და დინამო ბათუმის ყოფილმა ფორვარდმა ჯოვინომ ითამაშეს.
მე-2 ტაიმში როტორი მოედანზე სხვა შემადგენლობით გავიდა და მათ შორის იყო გიორგი არაბიძეც. 22 წლის ქართველ შემტევს ახალ გუნდში დებიუტი ჰქონდა და სუპერგოლამდე სანტიმეტრები დააკლდა. 64-ე წუთზე არაბიძემ საყვარელი პოზიციიდან ცაციათი დაარტყა და პოლონელები ხარიხამ გადაარჩინა. იაგელოანის რიგებში არ უთამაშია ლუკა გუგეშაშვილს.
📺 დავითაშვილის გოლი და არაბიძის მომენტი
როტორი თურქეთში მომდევნო ამხანაგურ თამაშს 26 იანვარს გამართავს, ხოლო რუსეთის პრემიერლიგა 26 თებერვალს განახლდება.
კომენტარები