Thumbnail
  • სერხიო აგუეროს კორონავირუსი დაუდასტურდა
  • მანჩესტერ სიტიში 9 ადამიანია ინფიცირებული

მანჩესტერ სიტის თავდამსხმელ სერხიო აგუეროს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ განცხადება არგენტინელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მას სიმპტომებიც აღენიშნება და თვითიზოლაციაში იმყოფება.

"ახლო კონტაქტის შემდეგ იზოლირებული ვიყავი და ბოლო ტესტი, რომელიც ჩავიტარე, დადებითი აღმოჩნდა. გარკვეული სიმპტომები მქონდა და ექიმის მითითებებს ვასრულებ", - დაწერა არგენტინელმა სოციალურ ქსელში.

სერხიო აგუეროს პოზიტიური პასუხის შემდეგ "ქალაქელთა" რიგებში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა (ფეხბურთელებისა და სტაფის წევრების ჩათვლით) ცხრამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ აგუეროს 3 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები