Thumbnail

სუპერლიგა აიკრძალა! ფიფა და უეფა კლუბებს და ფეხბურთელებს ემუქრებიან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფიფა სუპერლიგის შექმნას მხარს არ დაუჭერს
  • განცხადებას ხელს ფიფას, უეფას და სხვა კონფედერაციის პრეზიდენტები აწერენ

ფიფა-მ საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალური განცხადება გაავერცელა ევროპის სუპერლიგის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ევროპული გრანდების დიდი სურვილია, რომ სულ მალე ახალი ტურნირი შექმნან, რაც მათ ფინანსურ შემოსავალს მკვეთრად გაზრდის.

ფიფა-ს მიერ გავრცელებული გაცხადებიდან ირკვევა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი უწყება და მის დაქვემდებარებაში მყოფი კონფედერაციები სუპერლიგას მხარს არ დაუჭერენ და კლუბები ან ფეხბურთელები, რომლებიც ამ ტურნირში ითამაშებენ, ფიფა-ს, უეფასა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი კონფედერაციების ტურნირებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. განცხადებას ხელს ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი შეიხ სალმან ბინ ებრაჰიმ ალ ხალიფა, აფრიკის კონფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტ ომარი, კონკაკაფის პრეზიდენტი ვიტორიო მონტალიანი, კონმებოლის პრეზიდენტი ალეხანდრო დომინგესი და ოკეანიის კონფედერაციის პრეზიდენტი ლამბერტ მალტოკი აწერენ.

ფიფა-ს განცხადება:

"ბოლო დროს მედიასაშაულებების სპეკულაციაზე ზოგიერთი კლუბების მხრიდან ევროპის სუპერლიგის შექმნის შესახებ ფიფა და ექვსი კონფედერაცია (AFC, CAF, Concacaf CONMEBOL, OFC და UEFA) კიდევ ერთხელ იმეორებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ასეთი ტურნირი არ იქნება აღიარებული ფიფასა და არც შესაბამისი კონფედერაციების მიერ. შედეგად, ნებისმიერ კლუბს ან მოთამაშეს, რომელიც მონაწილეობს ასეთ შეჯიბრში, არ ექნება უფლება, მონაწილეობა მიიღოს ფიფას ან მისი შესაბამისი კონფედერაციის მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ შეჯიბრში.

ფიფა-ს და კონფედერაციების წესდებების თანახმად, ყველა შეჯიბრი უნდა იყოს ორგანიზებული ან აღიარებული შესაბამისი ორგანოს მიერ შესაბამის დონეზე. ფიფა-ს მიერ გლობალურ და კონფედერაციების მიერ კონტინენტურ დონეზე. ამ მხრივ, კონფედერაციები ფიფა-ს საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატს, ამჟამინდელ და ახალ ფორმატში აღიარებენ, როგორც ერთადერთ ტურნირს მსოფლიოში, ხოლო ფიფა აღიარებს კონფედერაციების მიერ ორგანიზებულ საკლუბო შეჯიბრებებს, როგორც ერთადერთი საკლუბო კონტინენტურ შეჯიბრებებს.

სპორტული მიღწევების უნივერსალური პრინციპები, სოლიდარობა, დაწინაურება და დაქვეითება და სუბსიდირების უნივერსალური პრინციპები საფეხბურთო პირამიდის საფუძველია, რომელიც უზრუნველყოფს ფეხბურთის გლობალურ წარმატებას და ფიფას და კონფედერაციის წესდებებშია აღნიშნული. ამ პრინციპების წყალობით ფეხბურთს ხანგრძლივი და წარმატებული ისტორია აქვს. გლობალურ და კონტინენტურ ტურნირებში მონაწილეობის უფლება ყოველთვის მოედანზე უნდა იყოს მოპოვებული“.

შეგახსენებთ, რომ ორი დღი წინ მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ტურინში ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) პრეზიდენტ ანდრეა ანიელის ესტუმრა და დაახლოებით 3 საათი სწორედ სუპერლიგის შესახებ ისაუბრეს, თუმცა შეხვედრის დეტალები უცნობია. პერესი და ანიელი სუპერლიგის შექმნის მთავარი მომხრეები არიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები