Thumbnail
  • ფრანკ რიბერი ფიორენტინას ზაფხულში დატოვებს
  • ვეტერან ფრანგს კონტრაქტს არ გაუგრძელებენ

ფრანკ რიბერის კარიერის იტალიური ეტაპი, დიდი ალბათობით, ზაფხულში დასრულდება. ‘გაძეტა დელო სპორტის’ ინფორმაციით, ფრანგი შემტევის კონტრაქტის გაგრძელება არც ფლორენციის ფიორენტინას სურს და არც თავად რიბერის.

იტალიური კლუბის გეგმაა, 37 წლის რიბერი რუსი ალეკსანდრ კოკორინით (სპარტაკი) შეცვალოს.

ფრანკ რიბერის ამ სეზონში გოლი ჯერ არ გაუტანია

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნში გატარებული 12 წლის შემდეგ, რიბერი ფიორენტინაში 2019 წელს გადავიდა. ბოლო დროს ფრანგს ტრავმები ჰქონდა, ამ სეზონში კი გოლი ჯერ არ გაუტანია.

ცნობილია, რომ ფიორენტინაში წასვლამდე, ბაიერნის ხელმძღვანელებმა მას ბაიერნში ფუნქციონერის რანგში დაბრუნება შესთავაზეს. მაშინ რეკორდმაისტერის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ როცა რიბერი კარიერას დაასრულებს, შეუძლია, ბაიერნში დაბრუნდეს და რომელიმე თანამდებობაზე დასაქმდეს. ორიოდე დღის წინ, SPORT BILD-თან ინტერვიუში ფრანგმა გერმანიაში დაბრუნება არ გამორიცხა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები