Thumbnail

მარცხი მე-3 დივიზიონის ალკოიანოსთან! - ზიდანის გუნდი 10-კაციანმა მეტოქემ გააგდო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ალკოიანო 2:1 (დ.დ.) რეალი
  • ბრძოლას ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონის კლუბი აგრძელებს
  • 'მარკა': ზიდანს, ალბათ, სასწაული თუ იხსნის

ესპანეთის სამეფო თასზე დიდი სენსაცია მოხდა - 1/16 ფინალში რანგით მესამე დივიზიონის ალკოიანომ დამატებით დროში 2:1 დაამარცხა მადრიდის რეალი. რაც ყველაზე საინტერესოა, ალკოიანომ გამარჯვების გოლი 115-ე წუთზე გაიტანა, იმ მომენტისთვის კი ალკოიანო 10 კაცით თამაშობდა, რადგან 5 წუთით ადრე რამონ ლოპესი გაუძევეს.

გამარჯვების გოლი 30 წლის ხუანან კასანოვამ გაიტანა. ცენტრალური ნახევარმცველი "ტრანსფერმარკტის" მიხედვით სულ რაღაც 150 ათასი ევრო ღირს, ხოლო კლუბის ბიუჯეტი 700 ათასი ევროა. 

რეალი მილიტაომ 45-ე წუთზე დააწინაურა, მაგრამ მე-80 წუთზე სოლბესმა ლუნინს გაუტანა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. ზინედინ ზიდანის გუნდი სანახევროდ ექსპერიმენტული შემადგენლობით იყო, თუმცა სასტარტოში მარსელო, ვალვერდე, კაზემირო, ისკო, ლუკასი და ვინისიუსიც იყვნენ. 

მატჩის მერე ზინედინ ზიდანმა განაცხადა, დაე, მოხდეს, რაც მოსახდენიაო - ბუნებრივია, თანამდებობიდან გადაყენებას გულისხმობდა. "მარკა" წერს, რომ ზიდანს მხოლოდ სასწაული თუ იხსნის ამისგან. 

კომენტარები

ბოლო ამბები