Thumbnail

'საუკეთესო როგორაა, ჩემთან 2-ჯერ წააგო' - კირიოსი ჯოკოვიჩზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'რა მნიშვნელობა აქვს რამდენი მეიჯორი მოიგო. ჩემთვის ის ვერასდროს იქნება უდიადესი'
  • ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს პირველი ჩოგანს კბილი კიდევ ერთხელ გაჰკრა

25 წლის ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირიოსმა, რომელიც ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა, ამჯერად ნოვაკ ჯოკოვიჩს გაჰკრა კბილი და განაცხადა, რომ სერბ ვარსკვლავს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ გახდომის შანსი არ აქვს. არადა, ნოლე მსოფლიოს პირველი ჩოგნის წოდებას დიდი ხანია ინარჩუნებს და უკვე 17 სლემ-ტურნირი აქვს მოგებული.

“რა მნიშვნელობა აქვს ჯოკოვიჩმა რამდენი მეიჯორი მოიგო. ჩემთვის ის ვერასდროს იქნება უდიადესი. 2-ჯერ ვეთამაშე და ორჯერვე მოვუგე, როგორ შეიძლება მას საუკეთესო ვუწოდოთ?”, - აღნიშნა კირიოსმა.

ცნობისთვის, ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა 33 წლის სერბს ორივე შემთხვევაში 2017 წელს აჯობა: თავდაპირველად, მექსიკურ აკაპულკოში, შემდეგ კი – ამერიკულ ინდიან-უელსში. ამჟამად, კირიოსს ATP-ს რეიტინგში 47-ე ადგილი უკავია, კარიერის პიკი კი 2016 წლის ოქტომბერში ჰქონდა, როდესაც მე-13 პოზიციას უწია.

კომენტარები

ბოლო ამბები