Thumbnail

მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგის პოდკასტში მიიღო მონაწილეობა. მან ბასკონიაში გატარებული 6 სეზონის შემდეგ იმ სირთულეებზე ილაპარაკა, რომლებსაც მოსკოვში გადაეყარა.

თორნიკე შენგელია: "მთავარი სიძნელე, რაც მოსკოვში გადაბარგებას მოყვა, საცხოვრებელი პირობებია - ვიტორიაში დიდი სახლი მქონდა. ბავშვები თავს კომფორტულად გრძნობდნენ. ახლა კი ჩვენ კორპუსის ბინაში ვცხოვრობთ.
ამინდიც პრობლემაა... მხოლოდ სიცივეს არ ვგულისხმობ, ბასკეთშიც საკმაოდ ციოდა ზამთარში - მოსკოვში დღის სინათლე მაკლია. საღამოს 3-4 საათზე უკვე ბნელა. როცა ვარჯიშზე მიდიხარ, ისეთი შეგრძნებაა, რომ უკვე ღამეა". 

თორნიკე შენგელია, ევროლიგის ახალ სეზონში ცსკა-ს მაისურით 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის საშუალოდ 9.9 ქულას, 5.2 მოხსნას და 2.2 პასს აკეთებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები