- ვერა 84:70 რუსთავი
- ლევან ფაცაციას გუნდმა სუპერლიგის ლიდერი დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალურ ტურნირზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ლევან ფაცაციას სამწვრთნელო დებიუტი ვერაში წარმატებული გამოდგა - მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე ირაკლი ხოშტარია შეცვალა, მისი ხელმძღვანელობის კლუბმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. საკალათბურთო კლუბმა ვერამ ამჯერად სუპერლიგის ლიდერ რუსთავს 84:70 სძლია და A ჯგუფიდან გავიდა.
ვერამ პირველი ნახევარში 42:34 გაიმარჯვა, რის შემდეგაც მესამე პერიოდში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და მატჩის გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტა. რუსთავმა მესამე პერიოდი 9:26 დათმო და ვერა ბოლო მეოთხედს 25-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. ნომინალურ მასპინძლებს ბრაისონ სკოტმა ულიდერა, რომელმაც რუსთავს 28 ქულა ჩაუგდო. აღსანიშნავია, რომ სკოტმა ტიტებთან პირველ ტურშიც 28 ქულა მიითვალა და ორივე მატჩის MVP გახდა. ამერიკელმა ლეგიონერმა 11-დან 8-ორქულიანი, 4-დან 2-სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
ვერას მხრიდან 10-ქულიან ზღვარს კიდევ ოთხი კალათბურთელი გადაცდა - ჯოშუა ჰავლიმ 18 ქულა დააგროვა, ტრევონდ ბარნსის ანგარიშზე 16 ქულა იყო, ხოლო ლუკა მაზიაშვილმა და გივი ბაქრაძემ 11-11 ქულა ჩააგდეს. საქართველოს ნაკრების კალათბურთელ გივი ბაქრაძეს კარგი მატჩი ჰქონდა - 11 ქულის გარდა, 7 მოხსნასა და 6 პასს მოუყარა თავი.
რუსთაველებს 12 ქულით მალიკ უაითმა ულიდერა, ხოლო ნაკრების კალათბურთელმა მერაბ ბოქოლიშვილმა 10 ქულა ჩააგდო. ვერას A ჯგუფში 2-დან 2 მოგება დაუგროვდა და ნახევარფინალში გავიდა. ლევან ფაცაციას გუნდმა პირველ ტურში ტიტებს 85:78 მოუგო.
ყველა ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა
A ჯგუფი
1. ვერა - 4
2. ტიტები - 1
3. რუსთავი - 1
B ჯგუფი
1. ქუთაისი - 2
2. დინამო - 1
3. მგზავრები - 0
C ჯგუფი
1. ოლიმპი - 2
2. თსუ - 2
3. ორბი - 0
D ჯგუფი
1. მეგა - 3
2. კაკტუსი - 2
3. ცხუმ-აფხაზეთი - 1
კომენტარები