Thumbnail
  • უეფამ ფანების გამოკითხვის შედეგად 2020 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
  • გუნდში ყველაზე მეტი - 5 ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორს ჰყავს
  • განსაკუთრებით შთამბეჭდავად სიმბოლური გუნდის შემტევი ტრიო გამოიყურება 

უეფამ ოფიციალურ საიტზე 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შედგენილი სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. მასში ერთბაშად ხუთი მოთამაშე მოხვდა მიუნხენის ბაიერნიდან, რომელმაც გასულ სეზონში ტრებლი შეასრულა. ამასთან, გუნდში ხუთივე წამყვანი ევროპული ლიგის ფეხბურთელია წარმოდგენილი.

უეფას 2020 წლის სიმბოლური გუნდს საფუძვლად სპეციალური გამოკითხვა დაედო, რომელშიც ექვს მილიონამდე გულშემატკივარი მონაწილეობდა. სიმბოლურმა საბოლოო სახე კი უეფას ტექნიკური ზედამხედველობის სამუშაო ჯგუფის მოდერაციით მიიღო და მასში კალენდარულ წელიწადში ფეხბურთელების მიღწევები გაითვალისწინეს. 

მანუელ ნოიერი (ბაიერნი)

✅ წლის გუნდში მეოთხედ მოხვდა
✅ 2020 წელს ევროთასებზე ითამაშა 11 მატჩში (5-ში გოლი არ გაუშვა), შიდა ტურნირებზე - 34 მატჩში (13 მშრალი), გერმანიის ნაკრებში - 4 მატჩში (0). სულ: 49 (18).

წლის გუნდში 2015 წლის შემდეგ, არაჩვეულებრივი სეზონისა და კარიერაში მეორე "ოქროს ჰეთ-თრიქის" შემდეგ დაბრუნდა. ის 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. 

ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი)

✅ წლის გუნდში პირველად მოხვდა
✅ 2020 წელს ევროთასებზე ჩაატარა 9 მატჩი, შიდა ტურნირებზე - 28, გერმანიის ნაკრებში - 2. სულ: 39.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებულ ბაიერნში. წლის გუნდში მეხუთე ცდიდან მოხვდა. ოქტომბერში ის გასული ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველად დასახელდა.

რეალის კაიტანი გუნდს ლა ლიგის მოგებაში დაეხმარა

სერხიო რამოსი (რეალი)

✅ წლის გუნდში მოხვდა მეცხრედ.
✅ 2020 წელს ევროთასებზე 4 მატჩი ჩაატარა, შიდა ტურნირებზე - 34, ესპანეთის ნაკრებში - 8. სულ: 46.

2019 წლამდე სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ შვიდჯერ მოხვდა. წლის გუნდში ესპანეთის ჩემპიონატში მოგებული ტიტულის შემდეგ დაბრუნდა. 2020 წელს ჩატარებული მატჩების რაოდენობით ევროპული ნაკრებების რეკორდსმენი გახდა. 

ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული)

✅ წლის გუნდში მოხვდა მესამედ. 
✅ 2020 წელს ევროთასებზე 2 მატჩი ჩაატარა, შიდა ტურნირებზე - 28, ნიდერლანდების ნაკრებში - 5. სულ: 35.

ჩაატარა მორიგი შთამბეჭდავი სეზონი, რომლის შედეგადაც ლივერპულმა დიდი ხნის ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა. შემდეგ მოხვდა 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში, წლის გუნდში კი - ზედიზედ მესამედ.

ალფონსო დევისი (ბაიერნი)

✅ წლის გუნდში პირველად მოხვდა.
✅ 2020 წელს ევროთასებზე გამართა 8 მატჩი, შიდა ტურნირებზე - 28, კანადის ნაკრებში - არცერთი. სულ: 36. 

2020 წლამდე ჩემპიონთა ლიგაში სულ სამი თამაში ჰქონდა გამართული, მაგრამ პლეი ოფში შეუჩერებელი იყო. ის წლის გუნდში პირველი კანადელია.  

ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი/ლივერპული)

✅ წლის გუნდში პირველად მოხვდა
✅ 2020 წელს ევროთასებზე 5 მატჩი ჩაატარა (0 გოლი), შიდა ტურნირებზე - 16 (3), ესპანეთის ნაკრებში - 2 (0).  სულ: 23 (3).

კევინ დე ბრუინის შემდეგ მეორე იყო 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველის ნომინაციაში, სექტემბერში კი ლივერპულში გადაბარგდა. ნომინანტთა შორის პირველად მხოლოდ 2019 წელს დასახელდა. 

კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

✅ წლის გუნდში მოხვდა მესამედ.
✅ 2020 წელს ევროთასებზე ჩაატარა 5 მატჩი (2 გოლი), შიდა ტურნირებზე - 36 (9), ბელგიის ნაკრებში - 4 (1). სულ: 45 (12).

ოქტომბერში 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს. კლუბსა და ნაკრებში მორიგი კაშკაშა სეზონის შემდეგ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მესამედ მოხვდა სიმბოლურ გუნდში. 

რონალდო უეფას წლის გუნდში ყველაზე მეტჯერ დასახელებულა

კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) 

✅ წლის გუნდში მოხვდა მეთხუთმეტედ.
✅ 2020 წელს ევროთასებზე ჩაატარა 6 მატჩი (6 გოლი), შიდა ტურნირებზე - 33 (35), პორტუგალიის ნაკრებში - 6 (3). სულ: 45 (44).

მუდმივად ახალგაზრდა რონალდო წლის გუნდს 2007 წლიდან მოყოლებული არ ტოვებს. 35 წლის ასაკში ის ძველებურად შედეგიანია იუვენტუსსა და პორტუგალიის ნაკრებში. 

ლიონელ მესი (ბარსელონა)

✅ სიმბოლურ გუნდში მოხვდა მეთორმეტედ. 
✅2020 წელს ევროთასებზე ჩაატარა 7 მატჩი (4 გოლი), შიდა ტურნირებზე - 37 (22), არგენტინის ნაკრებში - 4 (1). სულ: 48 (27).

კიდევ ერთი წელიწადი, რომელშიც ბევრი გოლითა და ლამის მარტო მოგებული მატჩებით გამოირჩა. მესი წლის გუნდში პირველად 2008 წელს დასახელდა და მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ სიმბოლურში ვერ მოხვდა - 2013 წელს.

ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი)

✅წლის გუნდში მოხვდა მეორედ.
✅2020 წელს ევროთასებზე ჩაატარა 10 მატჩი (8 გოლი), შიდა ტურნირებზე - 17 (11), ბრაზილიის ნაკრებში -  2 (3). სულ: 29 (22).

დებიუტიდან ხუთი წლის შემდეგ, წლის გუნდში მეორედ მოხვდა. პსჟ-თან ერთად შიდა სარბიელზე კიდევ ერთი ტრებლი შეასრულა და პარიზელები ისტორიაში პირველად გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. 

რობერტ ლევანდოვსკისთვის 2020 წელი განსაკუთრებული იყო

რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

✅ წლის გუნდში მოხვდა მეორედ.
✅2020 წელს ევროთასებზე ჩაატარა 10 (8 გოლი), შიდა ტურნირებზე - 30 (37), პოლონეთის ნაკრებში - 4 (2). სულ: 44 (47). 

უეფას ვერსიით წლის ფეხბურთელი, 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი და საუკეთესო ბომბარდირი, ფიფას ვერსიით წლის ფეხბურთელი… შეგციძლია ჩამონათვალი გავაგრძელოთ, მაგრამ ისედაც ნათელია, რომ 2020 წელს ლევანდოვსკის ვერავინ შეედრებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები