Thumbnail
  • უმცროს ბორჯღალოსნებს პრესტიჟულ ტურნირზე მეხუთედ უნდა ეთამაშათ
  • ტურნირის ჩაშლის მიზეზი ისევ და ისევ კორონავირუსია

20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომლის მონაწილე საქართველოს ნაკრებიც უნდა ყოფილიყო, წლეულსაც არ ჩატარდება. ამ ინფორმაციას Americasrugbynews და სავარაუდოს, ის ოფიციალურადაც მალე დადასტურდება.

ცხადია, რომ მიზეზი ისევ კორონავირუსია, რომლის გამოც შარშანდელი ტურნირიც გაუქმდა. წლეულს შეჯიბრისთვის იტალიას უნდა ემასპინძლა, მაგრამ სიტუაცია ისევ შეიცვალა და ტურნირი 2022 წლისთვის გადაიდო. ამგვარად, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში უპრეცედენტო 3-წლიანი წყვეტა გვაქვს, რადგანაც ბოლოს შეჯიბრი 2019 წელს ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ უმცროს ბორჯღალოსნებს ზედიზედ მეხუთე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე B ჯგუფში, ავსტრალიის, უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ. 12-გუნდა ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ: A ჯგუფში – საფრანგეთი, არგენტინა, ირლანდია და იაპონია; C ჯგუფში – სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, იტალია და ფიჯი.

კომენტარები

ბოლო ამბები