Thumbnail

ტორესი კარიერის დასრულების შემდეგ - დღეს ფერნანდო მორაგბეს უფრო ჰგავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ერთ დროს გამხდარი ესპანელი თავდამსხმელი დღეს დაკუნთული პოზიორობს
  • 36 წლის ტორესი კარიერის დასრულების შემდეგ სპორტდარბაზში ვარჯიშობს 

ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი, რომელმაც კარიერა 2019 წლის ზაფხულში დაასრულა, ფეხბურთელობისას შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემებითა და ათლეტური აღნაგობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა.

მაგრამ ახლახან 36 წლის ესპანელის ფოტოები გამოქვეყნდა, რამაც ფეხბურთის გულშემატკივრები გაოცებული დატოვა - ფერნანდო მორაგბეს უფრო ჰგავს, ვიდრე იმ ქერა და გამხდარ ბიჭუნას, მადრიდის ატლეტიკოდან რომ გვახსოვს.

როგორც ჩანს, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ტორესი სპორტდარბაზში ვარჯიშმა გაიტაცა.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ტორესი მადრიდის ატლეტიკოში, ლივერპულში, ჩელსისა და მილანში გამოდიოდა, კარიერის მიწურულს კი იაპონაშიც ითამაშა. 

ფერნანდო ტორესი ყველას ასეთი გვახსოვს

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფერნანდომ, რომელიც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს და ევროპის (ორჯერ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ჩელსისთან ერთად ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაში, ხოლო ატლეტიკოში ევროპალიგაში გაიმარჯვა, ატლეტიკო B-ს მწვრთნელად დაინიშნა.  

კომენტარები

ბოლო ამბები