Thumbnail
  • სატრანსფერო პოლიტიკის გამო ბაიერნში დაძაბულობაა
  • ბილდი ფლიკსა და სალიჰამიჯიჩს შორის უთანხმოებაზე წერს

მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში ყველაფერი მოიგო, პანდემიის გამო თვით მიუნხენის ბაიერნიც იძულებულია, ფული დაზოგოს. გერმანული ტაბლოიდი ‘ბილდი’ ბავარიული გრანდის ეკონომიის გეგმაზე წერს, რამაც, შესაძლოა, მწვრთნელ ჰანსი ფლიკსა და სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს. და ეს მათი პირველი უთანხმოება არ იქნება - ფლიკი ბაიერნის ტრანსფერებით ზაფხულშიც უკმაყოფილო იყო.

‘ბილდი’ რამდენიმე თემაზე წერს:

უფასო წასვლები: დავიდ ალაბას და ჟერომ ბოატენგის სახით რეკორდმაისტერს ზაფხულში ორი მნიშვნელოვანი ფიგურა დატოვებს. ალაბას რეალში სურს თამაში, ბოატენგის მომავალი კი გაურკვეველია, თუმცა მისი ბაიერნში დარჩენა, სავარაუდოდ, გამორიცხულია. ბაიერნისთვის პრობლემა ის არის, რომ კლუბს ორივე უფასოდ დატოვებს - მიუნხენელები ალაბას და ბოატენგის სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებენ.

მხოლოდ ერთი ვარსკვლავის ყიდვა იგეგმება: ამჟამინდელი სიტუაციით და ბაიერნის ეკონომიის გეგმის მიხედვით, ზაფხულისთვის მხოლოდ ერთი ძვირადღირებული ფეხბურთელის შეძენაა დაგეგმილი. ბაიერნის სასურველ მოთამაშეთა სიაში პირველ ადგილზე ლაიპციგის 22 წლის მცველი დაიო უპამეკანოა, რომლის ფასიც დაახლოებით 42 მილიონი ევროა. SPORT BILD-ის და BILD-ის ინფორმაციით, ბაიერნის ხელმძღვანელებმა უპამეკანოს აგენტებს სთხოვეს, შეატყობინონ, თუკი ლივერპულისგან ან ჩელსისგან რაიმე შეთავაზებას მიიღებენ. ფაქტია: ბაიერნს ყველაზე მეტის გადახდა სწორედ ახალ ცენტრალურ მცველში უღირს.

ბაიერნი უპამეკანოს (მარცხნივ) ყიდვას და ტოლისოს გაშვებას აპირებს

ახალგაზრდა და იაფი ფეხბურთელები: ტრანსფერები ან უფასო უნდა იყოს, ანაც 10-15-მილიონიანი. მიუნხენელები ფიქრობენ 22 წლის მარცხენა მცველ ომარ რიჩარდსზე, რომელიც ინგლისის მეორელიგელ რედინგში თამაშობს და ზაფხულში უფასო იქნება. ნიჭიერ ტორბენ რაინს კი ბაიერნი ახალ კონტრაქტს სთავაზობს - ეს უკანასკნელი ახალ ტიაგო ალკანტარად მოიხსენიება. ასევე ახალ კონტრაქტს გააფორმებს 17 წლის ჯამალ მუსიალაც - 2025 წლამდე. სწორედ ის დააკომპლექტებს რეკორდმაისტერის შემტევ კვარტეტს კინგსლი კომანთან, სერჟ გნაბრისთან და ლეროი სანესთან ერთად.

სუსტი ფეხბურთელების გაყიდვა: კორენტენ ტოლისომ ბაიერნში იმედები ისე ვერ გაამართლა, როგორც ელოდებოდნენ და ამიტომ, ‘ბილდის’ ინფორმაციით, მიუნხენელები მას ზაფხულში გაყიდიან. ეს უკანასკნელი შანსია მის სანაცვლოდ ფულის მისაღებად, რადგან ტოლისოს ბაიერნთან კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება. 21 წლის მიკაელ კიუზანსის შემთხვევაში კი რეკორდმაისტერს იმედი აქვს, რომ მარსელის ოლიმპიკი მის კონტრაქტს გამოისყიდის და ბავარიელები 18 მილიონ ევროს მიიღებენ.

ფლიკი ბაიერნის ტრანსფერებით ზაფხულშიც უკმაყოფილო იყო

სწორედ ასეთი ეკონომიური გეგმის გამოა მოსალოდნელი კონფლიქტი ფლიკსა და სალიჰამიჯიჩს შორის. ჰანსი წინა ზაფხულშიც უკმაყოფილო იყო ტრანსფერებით და იმედი აქვს, რომ ბოსები მომავალ ზაფხულს გუნდს მნიშვნელოვნად გაუძლიერებენ. ფლიკი ტიაგოს, ფილიპე კოუტინიოსა და ივან პერიშიჩის დაკარგვით იყო უკმაყოფილო. ბაიერნში მათი წასვლის კომპენსირება არ მომხდარა. ამას ისიც დაემატა, რომ კალუმ ჰადსონ-ოდოის ტრანსფერიც ჩაიშალა და მის ნაცვლად ბაიერნმა იუვენტუსიდან დუგლას კოშტა ინათხოვრა, რომელიც ფლიკს არ აღაფრთოვანებს...

კომენტარები

ბოლო ამბები