Thumbnail

'ევროზე ჩვენი ამოცანა-მინიმუმი ეს იქნება' - ანდრეი შევჩენკო უკრაინის მიზნებზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უკრიანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა
  • 44 წლის სპეციალისტს იმედი აქვს, რომ ქომაგი სტადიონებზე წელსვე დაბრუნდება

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ევროპის ჩემპიონატზე თავისი გუნდის ამოცანებზე ისაუბრა და ასევე გამოთქვა იმედი, რომ გულშემატკივრები ტრიბუნებს მალე დაუბრუნდებიან. 

"ამოცანა-მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა. ჩვენ კარგი, ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს. თუკი კარგად მომზადებულები ვიქნებით, ფეხბურთელები ტონუსში იქნებიან და ხელს ტრავმები არ შეგვიშლის, ამას შევძლებთ. შემდეგ კი უკვე ყველაფერი ჩვენს მზადყოფნაზე იქნება დამოკიდებული. 

მოგვენატრა ქომაგი. ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრები სტადიონებს წელს დაუბრუნდებიან. მხარდაჭერა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გვჭირდება და ევროზეც. ველოდები სტადიონებზე მაყურებლების დაბრუნებას. ყველას წარმატებებსა და ჯანმრთელობას გისურვებთ", - ამბობს შევჩენკო უკრაინულ მედიასთან. 

საქართველოს მაკედონიასთან რომ არ წაეგო, ჯგუფი უკრაინის მეტოქე იქნებოდა

ევროპის ჩემპიონატი შარშან ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ის 2021 წლის ზაფხულისთვის გადადეს. უკრაინის ეროვნული გუნდი C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები ეყოლება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ სტადიაზე მოხვედრა ბოლო მომენტში ვერ მოახერხა საქართველოს ნაკრებმა, რომელიც შესარჩევ ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა (0:1). 

კიევის დინამოს, მილანისა და ლონდონის ჩელსის ყოფილი ფორვარდი ანდრეი შევჩენკო უკრაინის ეროვნულ ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის. 

კომენტარები

ბოლო ამბები