- UFC-ის დაღესტნელი ჩემპიონის ოქტაგონზე დაბრუნების შესახებ ისევ მსჯელობენ
- სპორტსმენის მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა საამისოდ მთავარი პირობა დაასახელა
- ‘ფულით მისი დათანხმება ძნელია!’ - ხაბიბის მენეჯერი კონორთან შესაძლო რევანშზე
ხავიერ მენდესმა, რომელიც მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონთან ხაბიბ ნურმაგომედოვთან მუშაობდა, დაღესტნელი მებრძოლის ოქტაგონზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ხაბიბი ოქტაგონზე უკანასკნელად გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა, როცა ჯასტინ გეიჯი დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ რუსმა მებრძოლმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით პრომოუშენის პრეზიდენტმა დანა უაითმა იმედი გამოთქვა, რომ ნურმაგომედოვი კარიერას ისევ განაახლებს.

"უაითს ვეთანხმები, ოღონდ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - საამისოდ მას დედისგან ნებართვა სჭირდება, - ამბობს ხავიერ მენდესი. - საჭიროა, რომ დედამ თანხმობა თქვას, სხვა შემთხვევაში ხაბიბი მისი ნების წინააღმდეგ არ წავა.
ნურმაგომედოვს ნათქვამი აქვს, რომ დედას პირობა მისცა და როგორც ვხვდები, ახლა საჭიროა, რომ სწორედ დედამ დართოს ნება. მისი ხასიათიდან გამომდინარე, თუკი ხაბიბი დაბრუნებას გადაწყვეტს და შესაფერის მეტოქეს დაინახავს, ჯერ დედას ჰკითხავს".
📺 ხაბიბი V გეიჯი
32 წლის დაღესტნელი მებრძოლი ოქტაგონიდან დაუმარცხებელი წავიდა. ხაბიბმა კარიერის განმავლობაში MMA-ში 29 ბრძოლა ჩაატარა (13 UFC-ში) და ყველა მოიგო. გეიჯისთან გამართული უკანასკნელი შეხვედრა დაღესტნელისთვის პირველი იყო მას შემდეგ, რაც მამა და მწვრთნელი - აბდულმანაპ მურმაგომედოვი გარდაეცვალა.
კომენტარები