Thumbnail

თავში ჩარტყმა არ აპატიეს - ლიონელ მესი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბარსელონას კაპიტანი ლიონელ მესი არასპორტული საქციელისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ესპანეთის სუპერთასზე ბილბაოს ატლეტიკის ფეხბურთელ ასიერ ვილალიბრეს თავში ხელი ჩაარტყა, რის გამოც VAR-მა გააძევა.

ესპანეთს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ლეოს საქმეზე იმსჯელა და საბოლოო გადაწყვეტილებით, 2 მატჩის გამოტოვება დააკისრა. მესი ბარსელონას ესპანეთის თასზე კორნელიასთან და ლა ლიგაში ელჩესთან ვერ დაეხმარება. ის მოედანზე 31 იანვარს, ლა ლიგაში, სწორედ ბილბაოსთან მატჩში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბარსელონა ბილბაოს ატლეტიკს ანტუან გრიზმანის დუბლით ორჯერ უგებდა, მაგრამ საბოლოოდ დამატებით 2:3 წააგო და სეზონში პირველი ტიტული ვერ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები