- დინამო ბათუმმა კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი დაიმატა
- ლუკაშ გროცურეკი 29 წლისაა და ავსტრიის ბუნდესლიგაში თამაშობდა
- გუნდი, რომელმაც ისტორია უნდა დაწეროს - დინამო ბათუმმა მზადება დაიწყო
- 'გულით და მთელი ძალით ვითამაშებ' - ინტერვიუ ვამარა სანოგოსთან
- ოლეკსანდრ აზაცკი: დაბრუნებაზე დვალიშვილმა დამითანხმა, ვფიქრობ სწორად მოვიქეცი
- ბათუმის სტადიონს პრემიუმ კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი ექნება
- 'სწორი გზით მივდივართ, ჩემპიონები უნდა გავხდეთ' - ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა ახალი სეზონის წინ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. ზღვისპირელთა რიგებში ავსტრიელი შემტევი ნახევარმცველი ლუკაშ გროცურეკი ითამაშებს. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და დინამოსთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
29 წლის ავსტრიელი მარცხენა გარემარბია, მაგრამ მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. ამასთან, 1,89 მეტრი სიმაღლის შემტევს ცენტრფორვარდის პოზიციაზეც უთამაშია. მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ავსტრიის ბუნდესლიგაში, პიოლტენის რიგებში გაატარა და 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო 2019/20 წლების სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, კარლსრუეს მაისურით 18 თამაშში თავი ერთხელ გამოიჩინა.
ლადო დვალიშვილი (დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი): "ლუკაშ გროცურეკი საკმაოდ კარგი ფეხბურთელია. ვისაც მასზე აზრი ვკითხეთ, ყველამ დადებითად შეაფასა და ვფიქრობ, რომ გამოგვადგება, როგორც ჩვენ, ისე საკუთარ თავსაც და ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩებით. დანარჩენს დრო გვიჩვენებს."

გროცურეკი 2018/19 წლების სეზონში ოთარ კიტეიშვილი თანაგუნდელიც იყო, რადგან გრაცის შტურმის რიგებში თამაშობდა (26 მატჩი, 5 გოლი). მანამდე მას წარმატებული სეზონები ადმირაში ჰქონდა (104 მატჩი, 19 გოლი, 11 საგოლე პასი), ხოლო კარიერა ვენის რაპიდში დაიწყო, სადაც 2010-2015 წლებში 81 თამაშში 5 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. როგორც ხედავთ, 29 წლის გროცურეკს ავსტრიის ბუნდესლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს - 191 მატჩი, 25 გოლი და 15 საგოლე გადაცემა.
დინამო ბათუმი ახალ სეზონს ბევრი ახალი ფეხბურთელით ხვდება. გროცურეკის გარდა, დინამო ბათუმმა სატრანსფერო პერიოდში დაიმატა ოლეკსანდ აზაცკი, ლაზარე კუპატაძე, გიორგი ზარია, რაფაელ ჩუკვურა, სანდრო ალთუნაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ვამარა სანოგო, და გიორგი ფანცულაია. გარკვეულწილად ახალწვეულივითაა ლევან გეგეჭკორი, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო ზაფხულის შემდეგ აღარ უთამაშია. გეგეჭკორი გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ემზადება.
კომენტარები