Thumbnail

რა თამაში და რა გამარჯვება! სტეფ კარიმ 26 ქულით და 7 პასით გოლდენ სტეიტს ლეიკერსთან მოაგებინა და ეს ყველაფერი მიუხედავად 19-ქულიანი ჩამორჩენისა!

ამასთან, კარის თანაგუნდელმა კელი უბრემ (23 ქულა) უორიორსის ფორმით თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ერიკ პესკალმა (19 ქულა) და ენდრიუ უიგინსმა (18) კი ამ გამარჯვებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანეს.

ასე გააჩერა გოლდენ სტეიტმა არა მარტო ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც “მხოლოდ” 19 ქულის დაგროვება შეძლო, არამედ დენის შრიოდერიც, რომელსაც 25-ქულიანი დღე ჰქონდა. ენტონი დევისის ანგარიშზე კი შთამბეჭდავი ორმაგი დუბლია - 17 ქულით და 17 მოხსნით.

ასე შეწყდა ლეიკერსის 5-მატჩიანი მოგებათა სერია, გოლდენ სტეიტი კი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ისევ სწორ გზაზე დაბრუნდა. ლეიკერსთან გამარჯვება, თანაც ასეთი ‘ქამბექით’ სტეფ კარისა და კომპანიისთვის, წესით, დიდი სტიმული უნდა გამოდგეს. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები