Thumbnail

ინტერი სახელსაც იცვლის და ლოგოსაც - ის ძალიან ჰგავს იუვენტუსის ლოგოს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ინტერი სულ მალე ოფიციალურ სახელწოდებას და ლოგოს შეიცვლის
  • მილანური გუნდის ახალი ლოგო ძალიან ჰგავს იუვენტუსის ლოგოს

მილანის ინტერი სახელწოდებასაც იცვლის და ლოგოსაც. 'გაძეტა დელო სპორტის' ინფორმაციით, კლუბმა რებრედინგის გადაწყვეტილება უკვე მიიღო და სიახლე ძალაში 9 მარტიდან შევა.

ამჟამად, ოფიციალურად მილანური გრანდის სახელწოდებაა - ინტერნაციონალე, სულ მალე კი კლუბის სახელი ინტერ მილანი (Inter Milano) იქნება. შეიცვლება, ლოგოც, რომელიც მხოლოდ ორ ასოზე იქნება აგებული I და M. როდესაც ამ ლოგოს ნახავთ, გონებაში მხოლოდ ერთი ასოციაცია გაგიჩნდებათ - იუვენტუსის ლოგო! ტურინულმა გრანდმა 2017 წელს მოახდინა რებრედინგი და ლოგოში ერთადერთი ასო დატოვა - J.

ინტერის ჯერ კიდევ მოქმედი ლოგო 1908 წელს ჯორჯო მუჯიანიმ შემქნა და ის წლების განმავლობაში ტრანსოფორმაციას განიცდიდა, მაგრამ პირვანდელი იერსახე არასდროს დაუკარგავს. თუმცა, "ნერაძურიში" ახლა ცვლილებების დრო დადგა.

შეგახსენებთ, რომ მილანის ინტერმა კვირას ტურინის იუვენტუსი 2:0 დაამარცხა. 'ნერაძურიმ' 2016 წლის შემდეგ პირველად შეძლო იუვესთან მოგება, 2010 წლის შემდეგ კი პირველად დაამარცხა ისე, რომ გოლი არ გაუშვა.

📺 ინტერი 2:0 იუვენტუსი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები