- გაიგე, როგორ დასრულდება შენი სეზონი
- 10-კითხვიანი სიმულაცია სპორტული დირექტორის პროფესიაზე
ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ფეხბურთის მოედანი თეატრია და ფეხბურთელები მსახიობები არიან. შესაბამისად, მწვრთნელები - რეჟისორები და მაყურებელი ალბათ მაყურებელია. მაგრამ თეატრშიც იქნება ვინმე, ვინც სპორტული დირექტორის როლს ითავსებს.
ვინმე, ვინც კულისებში დგას, ფეხბურთის შემთხვევაში VIP ლოჟაშია მოკალათებული. ვინმე, ვინც მსახიობების მოყვანაზე და მერე ამ მსახიობების რეჟისორთან და თეატრის დირექტორთან დამყარებული ურთიერთობების სიჯანსაღეზეა პასუხისმგებელი.
ეს ქვიზიც ასეთ ადამიანებზეა - სპორტულ დირექტორებზე. რამდენიმე წუთით, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ თქვენი თავი ამ ამპლუაში და სპეციფიკურ მომენტებში, გადაწყვეტილებები თქვენი შეხედულებებისამებრ მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თითქმის პირობითია, მათ შორის მოცემული ფასებიც.
მონიშნე პასუხები, რომლებიც სწორი გგონია და გაიგე შედეგიც...
ამბობენ, რომ გუნდის შენება დაცვით იწყება - პირველი ნაბიჯი როგორი იქნებოდა?

მარცხენა მცველი გჭირდება, ალაბას ბაიერნიდან წასვლა უნდა - რას მოიმოქმედებ?

ლიგის მოგება გინდა და ერთადერთი, ვინც გაკლია, საყრდენი ნახევარმცველია...

19 წლის ბრაზილიელი იყიდე, რომელიც საკუთარ თვითმფრინავს გთხოვს - რას უპასუხებ?

მიკელ არტეტა გირეკავს და გეუბნება, რომ 90 მილიონად ლაუტარო სურს...

კლუბის მფლობელი კარგ ხასიათზეა, გეუბნება, რომ სახელი და გვარი დაუწერო...

დეკემბერში მეკარე დაგემტვრა, მეორე მეკარეს 2 წელია არ უთამაშია - როგორ მოიქცევი?

შენი საუკეთესო მოთამაშე ბარსამ წაიყვანა, შემცვლელი ამ ვარიანტებიდან უნდა აარჩიო...

მესი თავისუფალი აგენტია და წინადადებებს ელოდება - წელიწადში რამდენს გადაუხდი?

პერსონალის და შტაბის შენახვა წელიწადში 120m გიჯდება, მფლობელი გაწბილებულია...

ფული გამოსავალი არ არის, თუ გუნდიდან თერაპევტებს გაუშვებ...

იტალიელმა მცველმა და მეორე მეკარემ გაამართლეს - ტრებლი მოიგე!

კომენტარები