Thumbnail

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი ფავორიტ ლოს ანჯელეს კლიპერსთან დიდი ანგარიშით დამარცხდა, მაგრამ ეს ახლა მეორეხარისხოვანი ამბავია, რადგან მთავარი ის არის, რომ ქართველი ცენტრი დაბრუნდა! 

ბითაძემ კლიპერსთან 15:35 წუთი ითამაშა და ამ დროში 5 ქულა და 2 მოხსნა (1 შეტევაში, 1 დაცვაში) დააგროვა. გოგას 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც ჰქონდა. გარდა ამისა, მან ერთხელ დაკარგა ბურთი და ერთხელ ესროლა სამქულიანი, თუმცა არაზუსტად. მან ორი ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო და +/- კოეფიციენტი -13 გამოუვიდა.

როგორც უკვე მიხვდით, კლიპერსმა თამაში ადვილად მოიგო. დიდწილად ეს იმის დამსახურებაა, რომ მასპინძლებმა 19 სამიანი ჩააგდეს (39 მცდელობიდან, 48,7 %). ყველაზე პროდუქტიულები პოლ ჯორჯი, მარკუს მორისი და ლუკ კენარდი იყვნენ 20-20 ქულით. კავაი ლეონარდის აქტივში 17 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასია. პეისერსიდან საუკეთეოსები დუგ მაკდემოტი (23 ქულა) და დომანტას საბონისი (19 ქულა, 14 მოხსნა) იყვნენ. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები